|
2026-02-16 20:16:55, 801 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ეს არის რეპრესიული კანონების ამ ზომამდე მიყვანა, რომელიც ყველას და ყველაფერს ეხება
"ეს არის რეპრესიული კანონების ამ ზომამდე მიყვანა, რომელიც ყველას და ყველაფერს ეხება" - თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ლაივში. "რეალურად, ეს რეპრესიული კანონები არის საშუალება, რომ ყველაზე გავრცელდეს რაღაც ზეწოლა და ყველას ჰქონდეს იმის განცდა, რომ არსებობს ისეთი არა დაზუსტებული ტერმინები, ისეთი ინტერპრეტაციისთვის გახსნილი კანონები, რომელიც ყველას შეიძლება ეხებოდეს და ყველა შეიძლება ხვალ ჩასვან ციხეში. ეს არის რეპრესიული კანონების ამ ზომამდე მიყვანა, რომელიც ყველას და ყველაფერს ეხება და ყველა მიზეზს იყენებს იმისთვის, რომ აი ამას არ გააკეთებ, მაგრამ იმას თუ გააკეთებ მაინც ჩაგსვამ ციხეში. საინტერესოა ისიც, რომ სახალხო დამცველმა, რომელიც არ გამოირჩევა დიდი ხალხის დაცვით, აქ პირველად ჩათვალა, რომ შეიძლება ეს ზედმეტი და ნამეტანი იყოს და შეიძლება გასაჩივრებას ექვემდებარებოდეს." - თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ლაივში. ცნობისთვის, ივანიშვილის რეჟიმს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შეაქვს და ამატებს მუხლს - "ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ." ცვლილებების მიხედვით, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება ქმედება, რომელიც "მიმართულია კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შექმნის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ" ასევე, 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება პირს, ვინც ხელისუფლების წარმომადგენლად "სხვას ან საკუთარ თავს თვითნებურად, საჯაროდ და სისტემატურად წარმოაჩენს." ზემოთხსენებულ ცვლილებებს, გამოეხმაურა ომბუდსმენი ლევან იოსელიანი. მისი განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები გრანტების და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთანების შესახებ კანონებში შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს როგორც გამოხატვის თავისუფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან, ისე საქართველოს კონსტიტუციასთან და "შექმნას დაწესებული შეზღუდვების ზედმეტად ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობა"
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)