03:30 - 17 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-16 15:40:09, 281 ნახვა

ომბუდსმენი საკანონმდებლო ცვლილებებზე: შესაძლოა, წინააღმდეგობაში მოვიდეს კონსტიტუციასთან

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქართული ოცნების პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კერძოდ, ლევან იოსელიანი ეხმაურება ქართული ოცნების პარლამენტში ამჟამად მიმდინარე საკანონმდებლო პროცესს, რომლის ფარგლებში განიხილება 7 საკანონმდებლო აქტში, მათ შორის, "გრანტების შესახებ" საქართველოს კანონში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ინიციირებული ცვლილებები.

ამასთან, ეხმაურება ქართული ოცნების მიერ დღეს წარდგენილ მორიგ შეზღუდვებს, რომლის მიხედვითაც, შემოაქვთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც "საჯაროდ არ აღიარებენ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას" და სხვებსაც მოუწოდებენ ამისკენ.

ომბუდსმენის თანახმად, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს, როგორც გამოხატვის თავისუფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან, ისე საქართველოს კონსტიტუციასთან და შექმნას დაწესებული შეზღუდვების ზედმეტად ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობა.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აქედან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი შეაფასებს პარლამენტის მიერ საბოლოოდ დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სარჩელით მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ისრაელს ცხრა წლის შემდეგ პირველად ეწვევა თავდაცვის სფეროში კავშირების გასაძლიერებლად
რობერტ დიუვალი, „ნათლიმამას“ ვარსკვლავი, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა
როიტერი: ჩინეთის რუსული ნავთობის იმპორტი თებერვალში რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწევს
Starlink-მა სომხეთს 100-ზე მეტი ტერმინალი აჩუქა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი