03:27 - 17 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-16 13:56:37, 289 ნახვა

საკონსტიტუციომ მოსამართლე ხუჭუას წარდგინებები არსებითად განსახილელად არ მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას წარდგინებები არსებითად განსახილელად არ მიიღო, ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. 

როგორც ვლადიმერ ხუჭუა აცხადებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობის ისტორიაში, საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლის წარდგენები პირველად არ მიიღო არსებითად განსახილველად.

"საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო განჩინებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებში 2025 წელს განხორციელებული ცვლილებების (განმეორებისას, ჯარიმის გადაუხდელობის გამო, მოსამართლის ვალდებულება პირს შეუფარდოს მხოლოდ პატიმრობა, არანაკლებ მაქსიმალური ვადის ნახევრისა) კონსტიტუციასთან შეუსაბამობასთან დაკავშირებული მისი წარდგინებების არსებითად განსახილველად არ მიღების თაობაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობის ისტორიაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პირველად არ იქნა არსებითად განსახილველად მიღებული მოსამართლის წარდგინებები იმ საფუძვლით, რომ „სადავო დანაწესი არ წარმოადგენს საქმეზე გამოსაყენებელ კანონს, რომელსაც უნდა დააფუძნოს საქმის განმხილველმა მოსამართლემ დავის სამართლებრივი გადაწყვეტა", - განაცხადა ვლადიმერ ხუჭუამ.

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას განცხადებით, ის კვლავ გააგრძელებს სამართლიან, მიუკერძოებელ და კანონის საფუძველზე დამყარებულ ჯეროვანი მართლმსაჯულების განხორციელებას.

***

2024 წლის საპარლამენტო არჩვნების შემდეგ, 4 ნოემბერს, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ თეთრიწყაროსა და წალკის ელექტრონულ უბნებზე შედეგები გააბათილა. მან განაცხადა, რომ ელექტრონული წესით ჩატარებულ არჩევნებზე ხმის ფარულობა დაირღვა.

მოსამართლის ამ გადაწყვეტილებით, გაუქმდა ის 30 უბანი, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა. 

მოგვიანებით, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ განაცხადა, რომ მან ელექტრონული წესით ჩატარებულ არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილება საკუთარი სამოსამართლეო ფიცის, კანონის უზენაესობასა და არსებულ მასალებზე დაყრდნობით მიიღო.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ისრაელს ცხრა წლის შემდეგ პირველად ეწვევა თავდაცვის სფეროში კავშირების გასაძლიერებლად
რობერტ დიუვალი, „ნათლიმამას“ ვარსკვლავი, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა
როიტერი: ჩინეთის რუსული ნავთობის იმპორტი თებერვალში რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწევს
Starlink-მა სომხეთს 100-ზე მეტი ტერმინალი აჩუქა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი