|
2026-02-16 13:20:22, 1248 ნახვა
პოლიტიკა
ქართული ოცნება ხელისუფლების სისტემურად არაღიარებისთვის 3-წლამდე პატიმრობას ამატებს
ქართულმა ოცნებამ დღეს მორიგი შეზღუდვები წარადგინა, რომლის მიხედვითაც, შემოაქვს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც "საჯაროდ არ აღიარებენ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას" და სხვებსაც მოუწოდებენ ამისკენ. ქართული ოცნების პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ცნობილი გახდა, რომ "საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება" ემატება სისხლის სამართლის კოდექსში დანაშაულის ჩადენის თანმდევ "დამამძიმებელ გარემოებებს" - სასჯელის განსაზღვრისას მინიმალურზე 1 წლით მეტი იქნება განსაზღვრული სასჯელის სახე. არჩილ გორდულაძის თანახმად, რომელმაც გამკაცრებული ცვლილებები წარადგინა, "ხელისუფლების სისტემურად არაღიარებისთვის" 3-წლამდე პატიმრობა იქნება გათვალისწინებული. "როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით კანონპროექტის განხილვის დროს დაისვა საკითხი, რომელსაც, როგორც მომხსენებლი, დავეთანხმე - ეს არის საკითხი ექსტრემიზმთან დაკავშირებით. გთავაზობთ, რომ 53-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსისთვის მესამე სეკუნდა და პრიმა ნაწილები, რომელიც დამამძიმებელ გარემოებად წარმოაჩენს და განსაზღვრავს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს, დამამძიმებელი გარემოება არის - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა და ამ დროს თავისუფლების აღკვეთის დანიშნვისას მოსახდელის სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. მაგალითად, ნებისმიერი დანაშაული, რომელიც იქნება ამ მოტივით ჩადენილი - სასამართლოში როდესაც დადასტურდება, რომ ჩადენილი არის ამ მოტივით დანაშაული, სასჯელის განსაზღვრისას მინიმალურზე 1 წლით მეტი იქნება განსაზღვრული სასჯელის სახე. ხოლო, გთავაზობთ, რომ თვითონ კოდექსს დაემატოს 316-ე პრიმა მუხლი, ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, რომელიც გულისხმობს შემდეგს - საქართველოს მოქალაქის, ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონის პირის მიერ, საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, საქართველოს ხელისუფლების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად, საჯაროდ მოწოდება, ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად, საჯაროდ და სისტემურად წარმოჩენა, ან ამავე პირის მიერ სხვა სისტემატური მოქმედება, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება მიმართულია საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური წყობილების, ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს - სასჯელის სახით ითვალისწინებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა ან სასარგებლო შრომა; იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან/და ჯარიმით", - თქვა არჩილ გორდულაძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)