|
2026-02-13 13:38:49, 795 ნახვა
პოლიტიკა
სააგენტო: 14-15 თებერვალს, სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს
გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. „თბილისში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 14-15 თებერვალს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა 14-15 თებერვალს დღისით +18 +20 გრადუსი დაფიქსირდება, 16 თებერვალს კი +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 14-15 თებერვალს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა 14-15 თებერვალს დღისით +17 +19 გრადუსი დაფიქსირდება, 16 თებერვალს კი +23, +25 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 14-15 თებერვალს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა 14-15 თებერვალს დღისით +15 +17 გრადუსი დაფიქსირდება, 16 თებერვალს კი +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 14-15 თებერვალს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა 14-15 თებერვალს დღისით +8 +10 გრადუსი დაფიქსირდება, 16 თებერვალს კი +15, +17 გრადუსამდე მოიმატებს. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი):14-15 თებერვალს ზოგან გაწვიმდება, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 14-15 თებერვალს ზოგან გაწვიმდება, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 14-15 თებერვალს ზოგან გაწვიმდება, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 14-15 თებერვალს ზოგან ნალექია მოსალოდნელი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)