|
2026-02-12 19:01:23, 808 ნახვა
პოლიტიკა
ილიაუნის ვიცე-რექტორი: გავუწევთ წინააღმდეგობას, გამოვიყენებთ სამართლებრივ მექანიზმებს
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი გიორგი გვალია აცხადებს, რომ უნივერსიტეტი მაქსიმალურად შეეწინააღმდეგება მის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, მათ შორის, ამბობს, რომ გამოიყენებენ "ნებისმიერ სამართლებრივ მექანიზმს". საუბარია ქართული ოცნების გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მხოლოდ ორი მიმართულება, პედაგოგიკის პროგრამები და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობები რჩება. ვიცე-რექტორი ამ გადაწყვეტილებას "გამაოგნებელს" უწოდებს და ამბობს, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს განათლების რეფორმასთან. "ჩვენ მაქსიმალურად ვაპირებთ წინააღმდეგობა გავუწიოთ გადაწყვეტილებას, რადგან ვთვლით, რომ არ არის ლეგიტიმური და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. გამოვიყენებთ ნებისმიერ სამართლებრივ მექანიზმს, მათ შორის, ქვეყნის შიგნით, ასევე ფარგლებს გარეთაც.საუნივერსიტეტო საზოგადოებაში სრული ერთიანობაა, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამ უნივერსიტეტის ისტორია ასეთი ფორმით არ დასრულდეს. ეს არის გამაოგნებელი გადაწყვეტილება, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს განათლების რეალურ რეფორმასთან და განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან. ამ გადაწყვეტილების ერთადერთი შედეგი გრძელვადიანი იქნება განათლების ხარისხის დაბალ ნიშნულზე დაყვანა. ფაქტობრივად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს ამ ერთ-ერთი წარმატებული უნივერსიტეტის გაუქმებას. წარმოიდგინეთ, იმ პირობებში, როდესაც უნივერსიტეტი ახორციელებს 100-მდე პროგრამას ბევრი მიმართულებით და აქედან რჩება მხოლოდ პედაგოგიური, ფაქტობრივად, ნიშნავს რომ უნივერსიტეტი კარგავს პროგრამების 90%-ს, შესაბამისად, სტუდენტების 90%-ს. შეიძლება ითქვას, რომ უნივერსიტეტი იმ სახით, როგორსაც ვიცნობთ, ვეღარ იარსებებს. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, უკვე შემოდგომის სემესტრიდან აღარ გვექნება მიღება მთელ რიგ პროგრამებზე, რაც ბუნებრივად გამოიწვევს სტუდენტების რაოდენობის შემცირებას. ეს , რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება უნივერსიტეტის ფინანსურ მდგომარეობაზე, შესაბამისად, უნივერსიტეტს შეექმნება პრობლემები არამხოლოდ ე.წ პედაგოგიური პროგრამების შენახვის, არამედ არსებული პროგრამების სტაბილურობის საკითხსაც. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით კადრების შენარჩუნებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც სტუდენტების რაოდენობის კლება მოხდება, ბუნებრივია ფინანსური პრობლემების გათვალისწინებით აისახება კადრებზეც", - ამბობს ის.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)