|
2026-02-10 13:42:58, 689 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე: სინამდვილეში, გვასამართლებენ იმის გამო, რომ აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა
სინამდვილეში, გვასამართლებენ იმის გამო, რომ აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ჯაფარიძემ განმარტა, მას საბოტაჟსა და მტრული სახელმწიფოებისთვის დახმარებას ედავებიან. „ორი ბრალი არის ჩემს შემთხვევაში და არა მარტო - ჩემი, ხოშტარიას და ვაშაძის შემთხვევაში ორი ბრალია და სხვების შემთხვევაში ერთი. ერთ შემთხვევაში საუბარია საბოტაჟზე. ყველა პოლიტიკური ლიდერი აქ იქნება. საუბარია 2002 წლის ნოემბერ-დეკემბერში რაც ხდებოდა რუსთაველზე, რომ ჩვენ ვიყავით ამ ყველაფრის ორგანიზატორი. არაფერი აქვთ საქმეში სინამდვილეში. მთავარი მტკიცებულება რაც აქვთ, არის დაახლოებით 20-მდე პოლიციელის ჩვენება. „სინდისის პატიმრებისგან“ განსხვავებით, სადაც ეს პოლიციელები ვერავის ადებდნენ ხელს, ახლა გადააკეთეს ეს და დაახლოებით 20-მდე პოლიციელია, რომელიც ზღაპრებს ჰყვება, რომ ვითომ დაგვინახეს მე და ვიღაცები, ვითომ ხალხს მოვუწოდებდით - აბა, გავექანეთ ახლა და პარლამენტში შევარდით. რომ ვითომ იქით მამუკა, ბადრი და გახარია მოუწოდებდნენ, ცეცხლი წაუკიდეთ და ა.შ. ასეთი სიგიჟეები წერია. დაახლოებით 20-მდე პოლიციელის ჩვენებაა. ამის მიღმა რაც აქვთ, არის გაკეთებული ვიდეო და აუდიო-ჩანაწერები საჯარო შეხვედრებიდან. მე, ელენე ხოშტარია და ვაშაძე, სადაც საჯაროდ რაღაცებს ვყვებით. აქვთ ჩემი საზაფხულო ბანაკებიდან ჩანაწერებიც, რომელიც მანამდე „იმედმაც“ ატრიალა. სხვათა შორის, ჩანს იარაღიც, სადაც ჩვენ ჩვენი იდეოლოგიიდან გამომდინარე, ადამიანებს ვუხსნით, რატომ არის მნიშვნელოვანი იარაღის ტარების უფლების დაკანონება ქვეყანაში, რაც აშშ-ში, ძალიან ბევრ შტატში არსებობს. სიმძაფრისთვის ანახებენ, რომ აი, ნახეთო. ყველა იარაღი, რომელიც კადრში ჩანს, არის ლეგალური. ლეგალურად აქვთ ადამიანებს შეძენილი, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით ვუხსნით და ვასწავლით ახალგაზრდებს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)