|
2026-02-10 11:59:55, 757 ნახვა
პოლიტიკა
Bloomberg - რუსეთში, აშშ-ის მხრიდან ზეწოლის ფონზე, ნავთობის წარმოება მცირდება
რუსეთის ნედლი ნავთობის წარმოება იანვარში ზედიზედ მეორე თვეა შემცირდა, რადგან მსოფლიოში სიდიდით მესამე ნავთობმწარმოებელი ქვეყანა აშშ-ის სანქციების გამო ნავთობის რეალიზაციასთან დაკავშირებით სირთულეებს განიცდის, - ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ მონაცემების შესახებ ინფორმირებული პირების ცნობით, ქვეყანამ გასულ თვეში საშუალოდ 9.28 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი მოიპოვა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი დეკემბრის თვის ისედაც შემცირებულ დონესთან შედარებით 46 000 ბარელით ნაკლებია და თითქმის 300 000 ბარელით ნაკლებია იმაზე, რისი წარმოებაც რუსეთს ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციასთან (OPEC) და მის მოკავშირეებთან შეთანხმებით აქვს დაშვებული. გამოცემა წერს, რომ რუსეთმა ნავთობის წარმოების, ექსპორტისა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ოპერაციების შესახებ მონაცემები გასაიდუმლოებული გახადა, რაც დამოუკიდებელი შეფასებების გაკეთებას ართულებს. „წარმოების შემცირება ტანკერებზე შენახული რუსული ნედლი ნავთობის რაოდენობის ზრდას უკავშირდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კრემლზე აშშ-ის მზარდი ზეწოლის ფონზე, ზოგიერთი ტვირთისთვის მყიდველების პოვნას დიდი დრო სჭირდება. ამ თვის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გააუქმა ინდოეთისთვის დაწესებული დამატებითი 25%-იანი ტარიფი, ნიუ-დელის მიერ რუსეთიდან ნავთობის შესყიდვების შეჩერების სანაცვლოდ“, - აღნიშნულია სტატიაში. Bloomberg-ის ინფორმაციით, თებერვლის დასაწყისისთვის, რუსული ნედლი ნავთობის დაგროვილმა მოცულობამ 143 მილიონ ბარელს მიაღწია, რაც თითქმის ორმაგია გასულ წელთან შედარებით და მეოთხედზე მეტით გაზრდილია ნოემბრის ბოლოსთან შედარებით. ვინაიდან ინდოეთმა შესყიდვები შეწყვიტა, სანქცირებული ბარელებით დატვირთული ზოგიერთი ტანკერი ახლა ჩინეთისკენ მიემართება, რომელიც რუსული ნედლი ნავთობის კიდევ ერთი მთავარი მყიდველია. თუმცა, გაურკვეველი რჩება, თუ რამდენი დამატებითი ბარელის ათვისებას აპირებს ჩინეთის ბაზარი მოსკოვის მიერ გაყიდული ნავთობის ინდუსტრიიდან. გამოცემა წერს, რომ წარმოების შემცირება რისკს წარმოადგენს რუსეთის ბიუჯეტისთვის, რომლის შემოსავლების დაახლოებით 23%-ი გასულ წელს ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაზე იყო დამოკიდებული. იანვარში ნავთობიდან მიღებული რუსეთის შემოსავალი ხუთწლიან მინიმუმამდე დაეცა, რაც გამოწვეული იყო გლობალური ფასების შემცირებით, უფრო მკვეთრი ფასდაკლებებით და რუბლის გამყარებით. Bloomberg-ის ინფორმაციით, თუ რუსეთის მიერ წარმოების შემცირება გაგრძელდება, გაჩნდება რისკი, რომ ქვეყანა ნავთობის გლობალურ ბაზარზე თავის წილს OPEC+-ის მოკავშირეების სასარგებლოდ დაკარგავს.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)