|
2026-02-09 19:00:51, 753 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: არ შევეხებით თსუ-ის I-II კორპუსებს, სამედიცინოს, სტუ-ის შენობებზე ვიმსჯელებთ
ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე სახელმწიფო უნივერსიტეტების შენობების შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. მისი თქმით, უნივერსიტეტების შენობებთან დაკავშირებით ზოგადი პრინციპი შემდეგია - "თუ რომელიმე შენობას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა შესაბამისი უნივერსიტეტის იდენტობისთვის, ეს შენობა დარჩება თავის ადგილზე შესაბამისი აკადემიური დატვირთვით". მან ასევე თქვა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევაში, არ განიხილება პირველი და მეორე კორპუსების საკითხი, ასევე, თქვა, რომ "არ შეეხებიან" სამედიცინო უნივერსიტეტის შენობას. რაც შეეხება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მან თქვა, რომ კონკრეტულ შენობებთან დაკავშირებით ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან მსჯელობა ექნებათ და "შეჯერდებიან საერთო გადაწყვეტილებაზე". "რაც შეეხება რექტორებს, გამომდინარე იქიდან, რომ უნივერსიტეტები რჩება, რექტორებიც რჩებიან, თუ ისინი არ მიიღებენ სხვა გადაწყვეტილებას, ან თუ შესაბამისი პროცედურებით არ მიიღება სხვა გადაწყვეტილება. ამას აქვს თავისი პროცედურები, ამიტომ ვამბობ, რომ ეს ჩემი გადასაწყვეტი საერთოდ არ არის. გამომდინარე იქიდან, რომ აღარ ცხადდება რეორგანიზაცია, შერწყმა, შესაბამისად, აღარ არის დროებითი მმართველობის დანიშვნის საჭიროება, ყველაფერი რჩება ისე, როგორც არის. შენობებს რაც შეეხება, ზოგადი პრინციპი არის შემდეგი - თუ რომელიმე შენობას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა შესაბამისი უნივერსიტეტის იდენტობისთვის, ეს შენობა დარჩება თავის ადგილზე შესაბამისი აკადემიური დატვირთვით. მაგალითად, თსუ-ს შემთხვევაში, ცალსახად აღვნიშნეთ, რომ ბუნებრივია, ვერ შევეხებით და არ შევეხებით არავითარ შემთხვევაში პირველ და მეორე კორპუსებს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს შენობები არის თსუ-ს იდენტობის განუყოფელი ნაწილი. ასევე სამედიცინო უნივერსიტეტსაც არ ვეხებით, ყველაფერი რჩება ისე, როგორც არის. რაც შეეხება ტექნიკურ უნივერსიტეტს, დღეს გვქონდა ამაზე საუბარი, გვექნება მსჯელობა კონკრეტულად შენობებთან დაკავშირებით ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან, აკადემიურ საბჭოსთან და ამის საფუძველზე შეგვიძლია, შევჯერდეთ საერთო გადაწყვეტილებაზე, აქაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული კონსულტაციების საფუძველზე", - თქვა კობახიძემ. დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება. ეს განცხადება ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სტუ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, ე.წ. განათლების რეფორმის შესაბამისად, სტუ - "წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად" გარდაიქმნება.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)