|
2026-02-09 18:20:03, 692 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: მარკო რუბიოს გზავნილი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს - ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან აღვადგინოთ პარტნიორობა
ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს გზავნილი "ოპტიმიზმის საფუძველს" აძლევს. "მარკო რუბიოს გზავნილი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, ჩვენი განაცხადი არის ცნობილი - ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც წინა ადმინისტრაციამ თავისი მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად, კულმინაციის სახით შეწყვიტა, შეაჩერა საქართველოსთან. ეს არის ჩვენი გაცხადებული მიზანი, ბატონი რუბიოს გზავნილი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. დანარჩენი, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ჩვენი მხრიდან იქნება გამოხატული სრული ღიაობა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით", - თქვა კობახიძემ. ცნობისთვის, 8 თებერვალს, პროპაგანდისტული TV იმედის ეთერში, ივანიშვილის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის მიერ გამართული მიღების ფარგლებში ამერიკის ვიცეპრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა. "ჯეი დი ვენსი მოგვესალმა და სახ.მდივანი მარკო რუბიო ცოტა უფრო დიდხანს შეჩერდა ჩვენთან. [...] მან აღნიშნა, რომ საკმაოდ დიდი ნეგატივი დახვდათ წინა ადმინისტრაციისგან საქართველოსთან მიმართებაში. არც მინდა ის სიტყვა გამოვიყენო. პირდაპირ შეიძლება არც ითარგმნება ინგლისურიდან... სიმყრალესთან… ესე აღნიშნა. უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო ის ადმინისტრაცია ჩვენთან მიმართებაში. თავად ხვდებიან, რომ ეს იყო არაშესაბამისი ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში." - თქვა ყაველაშვილმა
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)