|
2026-02-08 21:35:32, 974 ნახვა
პოლიტიკა
ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება საქართველოს გულისთვის – თბილისში ფორუმი გაიმართა
"ექსპო ჯორჯიაში" პარტია თავისუფლების მოედნისა და საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის ორგანიზებით, საჯარო სამოქალაქო ფორუმი - "ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება საქართველოს გულისთვის" გაიმართა. ორგანიზატორების განცხადებით, ფორუმი საფუძველს ჩაუყრის სამოქალაქო პროცესს, რომელიც "ღონისძიების ფარგლებს გასცდება და დააკავშირებს ადამიანებს, იდეებსა და ქმედებებს ცვლილებების შესაქმნელად, საზოგადოებრივი ძალის გასაძლიერებლად და იმედის აღსადგენად". 8 თებერვლის ფორუმი შეეხებოდა შემდეგ თემებს: როგორი საქართველოს გულისთვის ღირს ბრძოლა მომდევნო ორი-სამი ათწლეულის განმავლობაში, რა აფერხებდა ამ ხედვის განხორციელებას დამოუკიდებლობის შემდეგ და როგორ შეიძლება ამ ბარიერების დაძლევა, და რა როლი უნდა ჰქონდეს საქართველოს საერთაშორისო საზოგადოებაში. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა თავისუფლების მოედნის ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ. "ქართულმა ოცნებამ პოლიტიკა დაცალა ზნეობისა და მორალისგან, ეს, ჩემი აზრით, არის მისი ყველაზე დიდი დანაშაული, რაც ჩაიდინა. ამიტომ ჩვენ ზნეობა, პოლიტიკა, თანაგრძნობა, სოლიდარობა, პატიოსნება უნდა დავაბრუნოთ პოლიტიკაში. ქართული ოცნება არ არის ჩვენი ბედისწერა, ეს არის განსაცდელი, რომელსაც ერთად დავძლევთ. გპირდებით, რომ იმ მართალ სიტყვას, რასაც აქ ვამბობთ, რაც აქ ისმის და კიდევ ვიტყვით, ყველაზე შორეულ სოფელშიც მივიტანთ. გპირდებით, რომ შევქმნით სამოქალაქო ორგანიზების ახალ შესაძლებლობებს საქართველოს ყველა მხარეში. გპირდებით, კიდევ უფრო მეტ ადამიანს ჩავრთავთ სამოქალაქო აქტივიზმში, პოლიტიკურ აქტივიზმში და სამართლიანობისთვის ბრძოლაში. გპირდებით, მოვივლით მთელს საქართველოს და დაგიბრუნდებით კიდევ უფრო დიდი შეკრებით თბილისში, კიდევ უფრო ბევრნი, კიდევ უფრო ძლიერები, კიდევ უფრო თავდაჯერებულები, და კიდევ უფრო ახლოს გამარჯვებასთან, რომელსაც აუცილებლად მოვიპოვებთ". - თქვა ცუცქირიძე. ფორუმზე სპიკერები იყვნენ: ნინო კასრაძე, თოზუ გულმამედლი, ვაჟა გაფრინდაშვილი, დათია ბადალაშვილი, ნინო დობორჯგინიძე, ლევან ღამბაშიძე და ლევან ცუცქირიძე.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)