|
2026-02-05 22:46:41, 751 ნახვა
პოლიტიკა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ყულევის ნავსადგურში შემოსულ გემ SILVAR-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ „აი ფაქტის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყულევის ნავსადგურში შემოსული გემის SILVAR (IMO 9291262) თითქოს „საეჭვო" ისტორიის შესახებ, „არ შეესაბამება სიმართლეს, არის მორიგი დეზინფორმაცია და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანიის“ გაგრძელება. სატრანსპორტო სააგენტო აღნიშნავს, რომ გემი ოპერირებს სამართლებრივად გამართულ და კონტროლირებად სისტემაში - ჰყავს იდენტიფიცირებული მფლობელი და ოპერატორი, ფლობს მოქმედ კლასს Lloyd's Register (გაერთიანებული სამეფო) და უზრუნველყოფილია მოქმედი P&I და Hull & Machinery დაზღვევით. „გემს გავლილი აქვს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის შესახებ პარიზის ურთიერთგაგების მემორანდუმის შემოწმება სკაგენის საღუზე რაიონში, დანიის სამეფო (Paris MoU რეგიონი) 2025 წლის 05 დეკემბერს და არ ყოფილა დაკავებული. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ჩატარებული რამდენიმედონიანი შემოწმების შედეგად არ გამოვლენილა სანქციური ან სამართლებრივი შეზღუდვები (გაერო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირი). 2025 წლის განმავლობაში გადაადგილდება: ეგვიპტის, სინგაპურის, ინდოეთის, სამხრეთ კორეის, ჩინეთის და რუსეთის ნავსადგურებში. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გადაუმოწმებელ ინფორმაციასა და ოფიციალური ფაქტების იგნორირებაზე დაფუძნებული ინტერპრეტაციები მიზნად ისახავს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას, რაც მიუღებელია. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ნავსადგურები არ გამოიყენება და ვერ იქნება გამოყენებული საერთაშორისო სანქციების თავიდან აცილების მიზნით და ყველა პროცედურა სრულად შეესაბამება მოქმედ ეროვნულ და საერთაშორისო ვალდებულებებს”, - წერია განცხადებაში.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)