|
2026-02-02 18:18:30, 700 ნახვა
პოლიტიკა
რეჟიმის პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა გრანტების კანონში გამკაცრებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებასა და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალ სხვა კანონპროექტებს. საკანონმდებლო ცვლილებებით, ზუსტდება გრანტის ცნება და განისაზღვრება, რომ მათ შორის, გრანტად მიიჩნევა ის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებაზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე, ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს. როგორც მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, ორგანიზაცია, რომელიც რეგისტრირებულია უცხოეთში, მაგრამ მისი საქმიანობის არსებითი ნაწილი მოიცავს საქართველოს და საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს, ვალდებული იქნება, „გრანტების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული წესით, გრანტის მიღებამდე შესაბამისი თანხმობა მთავრობისგან მიიღოს. ცვლილებებით განისაზღვრება, რომ გრანტად აგრეთვე მიიჩნევა ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ გრანტის მიმღები ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით. არჩილ გორდულაძის განცხადებით, „სისხლის სამართლის კოდექსს“ ემატება ნორმა, რომლის თანახმად, უცხოეთში ლობისტურ-პოლიტიკური საქმიანობისათვის გადახდილი თანხა გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. „საქართველოს სახელით საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება და პრეროგატივაა. საქართველოს პრეზიდენტსაც კი საქართველოს მთავრობის თანხმობა სჭირდება, როდესაც იგი საერთაშორისო ასპარეზზე გამოდის“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის თანახმად, ზუსტდება პარტიულ-პოლიტიკური მიზანი და ის ფიზიკური თუ იურიდიული პირები, რომლებსაც პარტიულ-პოლიტიკური მიზანი აქვთ, თანაც გაცხადებული, ვალდებული იქნებიან, ზუსტად იმავე რეგულაციას დაექვემდებარონ, რასაც პოლიტიკური პარტიები ექვემდებარებიან. ეს გულისხმობს: უცხოეთიდან შემოსავლის აკრძალვას, იურიდიული პირისგან შემოწირულობების აკრძალვას და, ამავდროულად, კანონით გათვალისწინებულ ვადაში თავისი შემოსულობების დეკლარირებას. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილების თანახმად, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებითაა დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა რვა წლის განმავლობაში. საკანონმდებლო პაკეტი ასევე ითვალისწინებს ცვლილებას „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომლითაც დგინდება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან. აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მეწარმე სუბიექტი დაჯარიმდება 20 000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში – 40 000 ლარის ოდენობით. კომიტეტმა გაითვალისწინა არჩილ გორდულაძის წინადადება იმის თაობაზე, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის დროს ცვლილება შევიდეს, კერძოდ, მეწარმე სუბიექტის მიერ პირველ ჯერზე ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან, გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო ქმედების განმეორებითი და ყოველი შემდგომი ჩადენა – სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)