|
2026-01-30 17:03:55, 693 ნახვა
პოლიტიკა
NYT: ირანის წინააღმდეგ ვარიანტებს შორის აშშ რეიდების მოწყობასაც განიხილავს
გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანზე თავდასხმის სამხედრო ვარიანტების სია წარედგინა, რომლის მიზანიც ქვეყნის ბირთვული და სარაკეტო ობიექტებისთვის დამატებითი ზიანის მიყენება და ირანის უზენაესი ლიდერის რეჟიმის დასუსტებაა. გამოცემა აშშ-ს მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ განხილულ ვარიანტებს შორის არის ირანის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე აშშ-ის ჯარების შესაძლო რეიდებიც, თუმცა, ტრამპს იერიშის მიტანის შესახებ ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. NYT- ს წყაროების თქმით, ტრამპი ირანის მიმართ ისეთივე მიდგომას იყენებს, როგორიც ვენესუელასთან ჰქონდა: ახლომდებარე რეგიონებში ძალების მობილიზაცია და ქვეყნის ლიდერის მიმართ მუქარა, რომ მის მოთხოვნებს დათანხმდეს ან სამხედრო მოქმედებების წინაშე აღმოჩნდეს. ცნობისთვის, გამოცემა Reuters-ს წყაროებმა განუცხადეს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ განიხილავს ისეთ ვარიანტებს, რომლებიც უსაფრთხოების ძალებსა და ირანელ ლიდერებზე მიზანმიმართულ დარტყმებს მოიცავს, რათა "რეჟიმის ცვლილებისთვის" შესაბამისი პირობები შეიქმნას. თუმცა, ამის პარალელურად ისრაელელი და არაბი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ხამენეის რეჟიმის დასამხობად მხოლოდ საჰაერო იერიშები არ იქნება საკმარისი. აშშ-დან ორმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ ტრამპს ირანში "რეჟიმის ცვლილებისთვის" წინაპირობის შექმნა სურს. წყაროების თქმით, ამისთვის ტრამპი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელი მეთაურებსა და ინსტიტუტებზე დარტყმების ვარიანტებს განიხილავს, რათა დემონსტრანტებს გაუჩნდეთ თავდაჯერებულობა, რომ ისინი სამთავრობო და უსაფრთხოების ორგანოების შენობების აღებას შეძლებენ. ამავდროულად, CNN საკითხზე ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის ბირთვული პროგრამისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოების შეზღუდვის შესახებ ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებების დაწყებამდე წინასწარი დისკუსიების უშედეგოდ დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ახალ, მასშტაბურ დარტყმებს განიხილავს.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)