05:42 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-27 10:27:21, 978 ნახვა

მსოფლიო
ტრამპმა სამხრეთ კორეიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფების 25%-მდე გაზრდის შესახებ განაცხადა

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა სამხრეთ კორეიდან შემოტანილ საქონელზე ტარიფების 15%-დან 25%-მდე გაზრდის შესახებ.

შეტყობინებას ტრამპი Truth Social-ზე, წერს, იუწყება CNN

„ჩვენი სავაჭრო შეთანხმებები ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკისთვის. თითოეულ ამ შეთანხმებაში ჩვენ სწრაფად ვიმოქმედეთ ტარიფების შესამცირებლად შეთანხმების შესაბამისად. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველით, რომ ჩვენი სავაჭრო პარტნიორებიც იგივეს გააკეთებენ.

სამხრეთ კორეის პარლამენტი არ იცავს შეერთებულ შტატებთან დადებულ შეთანხმებას. პრეზიდენტ ლიმ და მე 2025 წლის 30 ივლისს ორივე ქვეყნისთვის შესანიშნავ შეთანხმებას მივაღწიეთ და ეს პირობები კიდევ ერთხელ დავადასტურეთ კორეაში ჩემი ვიზიტის დროს 2025 წლის 29 ოქტომბერს. რატომ არ დაამტკიცა ეს კორეის პარლამენტმა ჯერ?“

კერძოდ, ახალი ტარიფები სამხრეთ კორეის ავტომობილებს, ხე-ტყეს, ფარმაცევტულ პროდუქტებს და ნებისმიერ სხვა ურთიერთვაჭრობის პროდუქტს ეხება.

CNN-ის ცნობით, სამხრეთ კორეა შეერთებული შტატებისთვის უცხოური საქონლის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. 2024 წელს ქვეყანამ შეერთებულ შტატებში 132 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაიგზავნა (აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მონაცემებით).

შეერთებული შტატები, ძირითადად, სამხრეთ კორეიდან ავტომობილებს, ავტონაწილებს, ნახევარგამტარებსა და ელექტრონიკას იმპორტს ახორციელებს და მიმდინარე ტარიფების ზრდამ შესაძლოა ეს საქონელი უფრო ძვირი გახადოს.

ტრამპმა არ დააკონკრეტა, თუ ზუსტად როდის ამოქმედდება ახალი ტარიფები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics