|
2026-01-26 18:18:03, 812 ნახვა
პოლიტიკა
ვართ მოლოდინის რეჟიმში – კალაძე ვენსის სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტზე
"დღეს ნამდვილად არ ჩანს, რომ ან ომი იყოს დასრულებული, ან მან "დიფ სთეითი“ დაამარცხა - ამიტომ ვართ მოლოდინის რეჟიმში" - ამის შესახებ ივანიშვილის მერმა კახა კალაძემ, პრესსამსახურის ცნობით, განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის სამხრეთ კავკასიის ორ სახელმწიფოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით და აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად. "ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ძალიან ბევრჯერ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ ურთიერთობები გადაიტვირთოს. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან რა დამოკიდებულებაც იყო საქართველოსთან მიმართებით - არასამართლიანი, მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი, სიცრუე, მუქარები - ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენს სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს. მერე რა, რომ პატარა ქვეყანა ვართ. ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ამისთვის ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენმა წინა თაობებმა იბრძოლეს. ჩვენ დღესაც გვიწევს ბრძოლა და, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები იყოს გატარებული. სხვა ურთიერთობას რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ვართ მოლოდინის რეჟიმში. მთავარი დაპირებები იყო ომის დასრულება, ასევე მთავარი დაპირება და ერთ-ერთი პრიორიტეტული ხაზი იყო "დიფ სთეითის“ დამარცხება და ვართ მოლოდინის რეჟიმში, ვგულშემატკივრობთ მას, თუ ის ნამდვილად მოახერხებს და შეძლებს ამ ყველაფერს. დღეს ნამდვილად არ ჩანს, რომ ან ომი იყოს დასრულებული, ან მან "დიფ სთეითი“ დაამარცხა. არც ერთი არის, არც მეორე, ამიტომ ვართ მოლოდინის რეჟიმში" - თქვა, პრესსამსახურის ცნობით, კახა კალაძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)