|
2026-01-21 22:08:53, 1143 ნახვა
პოლიტიკა
ლელო: ალიევის განაცხადი დასტურია, რომ საქართველო რეგიონში პოზიციებს საბოლოოდ კარგავს
ლელო - ძლიერი საქართველო აცხადებს, რომ ეხმაურება აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო როგორც სატრანზიტო ქვეყანა და როგორც დასავლეთის სანდო პარტნიორი რეგიონში, საბოლოოს კარგავს საკუთარ პოზიციებს. "აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ გაკეთებული განაცხადი, რომ სატრანზიტო ტვირთები, რომელიც საქართველოზე გადის მალე გადამისამართდება სომხეთის სატრანზიტო მარშრუტებზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველო, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ამყარებს საკუთარ ფუნქციას, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, როგორც დასავლეთის სანდო პარტნიორი რეგიონში საბოლოოდ კარგავს საკუთარ პოზიციებს. საერთაშორისო იზოლაციაში მყოფი არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ, საქართველოს მართვის ყოველი დღე ჩვენს ქვეყანას სულ უფრო ძვირი უჯდება. სწრაფად ცვალებად საერთაშორისო გარემოში ყველა სახელმწიფო ცდილობს, მოძებნოს საკუთარი ინტერესების დაცვის საუკეთესო გზა. ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების, აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობის გაუქმების, ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერების პირობებში, გაურკვეველია, რა სტრატეგიული ფუნქცია დარჩა ქვეყანას. იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მეზობლები, აზერბაიჯანი და სომხეთი, აშშ-ს და ევროკავშირის მხარდაჭერით ახალ სატრანზიტო შესაძლებლობებს ქმნიან, საქართველო არა თუ ვერ იძენს რაიმე ახალ ფუნქციას, არამედ კარგავს დღეს მის ხელთ არსებულ შესაძლებლობებსაც. შესაბამისად, ჩვენი ქვეყანა კარგავს მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსებს და სტრატეგიულ დატვირთვას. სტრატეგიული ფუნქციის დაკარგვა ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. აშშ ხდება გარანტორი აზერბაიჯან-სომხეთის სატრანსპორტო დერეფნის და ამ დერეფანში მონაწილე ქვეყნების სუვერენიტეტის. ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის შედეგად, საქართველოს რჩება ერთადერთი ფუნქცია - დარჩეს ბუფერულ ზონად რუსეთსა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის, რომელსაც არც დასავლეთში ინტეგრაციის პერსპექტივა ექნება და არც ეკონომიკური განვითარების შანსი. რუსეთი დიდი ხანია სწორედ ამ ფუნქციას ითვალისწინებს საქართველოსთვის, რაც ივანიშვილის ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკის შედეგად რეალობად იქცა. საქართველოს მოქალაქეებისთვის კი, ეს ნიშნავს დაუცველობას, სიღარიბესა და სრულ უპერსპექტივობას"- აცხადებენ ლელოში.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)