|
2026-01-20 15:45:57, 802 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი, დემეტრე ჩიქოვანი შიმშილობას იწყებს
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი, დემეტრე ჩიქოვანი შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ ჩიქოვანი გავრცელებულ წერილში წერს: "ქალბატონო პროკურორო, მოგმართავთ გლდანის ციხიდან, თქვენი და თქვენი უფროსების მიერ თავისუფლება წართმეული არასრულწლოვანი, მოგმართავთ უდანაშაულო ბავშვი, რომელიც მზად ხართ შესწიროთ ოღონდ სისტემას რამე ჩრდილი არ მიადგეს და არ აქვს მნიშვნელობა მართალი ვარ თუ არა, თქვენთვის მთავარია არ გყავდეთ მომჩივანი. დარწმუნებული ვარ, თქვენ და თქვენმა უფროსებმაც იციან, რომ არ მომიმზადებია დანაშაული, იციან, რომ საერთოდ არ ვყოფილვარ იმ საშინელ დღეს იმ ადგილას, სადაც დატრიალდა ტრაგედია, მაგრამ მიწევს ციხის კედლებში ყოფნა. თქვენ და თქვენს უფროსებს შვილები გყავთ? გთხოვთ, წამით წარმოიდგინეთ თქვენი შვილი, რომელსაც დანაშაული არ ჩაუდენია, მაგრამ მისი ციხეში გაშვებით გიკლავენ მას. ხომ საშინელებაა! იცოდეთ, მეც გულით მტკივა გიგას დედის ტკივილი, მაგრამ უფალთან, საკუთარ სინდისთან მართალი ვარ და ვიცი რომ არ მიმიძღვის ბრალი მის სიკვდილში. ამიტომაც, მეოთხე დღეა დედაჩემი შიმშილობს ჩემ გამო, ბევრი ვიფიქრე, არ მინდოდა დედისთვის გულის ტკენა, დაე მან მაპატიოს, არ შემიძლია ვიჯდე და ვუყურო უსამართლობას. დღეიდან ვიწყებ შიმშილობას ბოლო ამოსუნთქვამდე და იცით რატომ გწერთ ამას? - მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე თქვენგან ღირსება შელახული ვიყო მეც და ჩემი ოჯახიც. იმედია ჩემი სიკვდილი დაამშვიდებს უსამართლო ადამიანებს, იქნებით ბედნიერი, მთავარი ხომ საკუთარი სკამია" | წერს დემეტრე ჩიქოვანი. უკვე 4 დღეა პროკურატურასთან დემეტრე ჩიქოვანის დედა, სოფო ძნელაძე შიმშილობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)