|
2026-01-17 17:18:06, 1013 ნახვა
პოლიტიკა
Reuters: ევროკომისია EU-ში უკრაინის დაჩქარებულ, თუმცა შეზღუდულ გაწევრიანებას განიხილავს
ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ ევროკომისია უკრაინისთვის ევროკავშირში ლიმიტირებული უფლებებით დაჩქარებულ გაწევრიანებას განიხილავს. წყაროების მიხედვით, ეს იდეა, რომელიც ადრეულ ეტაპზეა, განიხილება როგორც შესაძლო ჟესტი უკრაინელების მიმართ, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიის ნაწილად ხედავენ. წყაროების თქმით, 2027 წელს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, რომელიც აშშ-სა და უკრაინის მიერ შემუშავებულ 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში იყო გაწერილი, ევროკავშირის წევრების ნაწილის აზრით არარეალისტურია, რადგან ევროკავშირში გაწევრიანება ამჟამად დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და წინ მხოლოდ მაშინ მიიწევს, როდესაც ქვეყანა თავისი კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან მისადაგებაში პროგრესს აღწევს. "უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს სრულიად განსხვავებულ რეალობაში ვიმყოფებით, ვიდრე მაშინ, როდესაც [გაწევრიანების] წესები პირველად შემუშავდა" - განუცხადა ერთ-ერთმა ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა Reuters-ს. მისი თქმით, აღნიშნული გეგმის მიხედვით უკრაინა და პოტენციურად სხვა კანდიდატი ქვეყნებიც, ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანდებიან და შემდეგ ხმის მიცემის უფლებებზე ეტაპობრივ წვდომას სრული წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილებისკენ მათი პროგრესის შესაბამისად მიიღებენ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)