|
2026-01-17 17:17:10, 798 ნახვა
პროპაგანდისტული მედიები ელჩისა და აქტივისტების შეხვედრაზე კონსპირაციებს ავრცელებენ
ქართული ოცნება მორიგ ჯერზე ესხმის თავს გერმანიის ელჩს საქართველოში პეტერ ფიშერს და პროპაგანდისტული ტელევიზიების საშუალებით სისხლის სამართლის დანაშაულს აბრალებს. სახელისუფლებო, პროპაგანდისტული ტელევიზიები რუსთავი 2 და იმედი დღეს დილიდან ავრცელებენ ინფორმაციას, რომ პეტერ ფიშერი "საიდუმლოდ შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებს". მედიების მტკიცებით, ელჩი აქტივისტებს არწმუნებდა, რომ "პროტესტი არსებული ფორმით შედეგს ვერ მოიტანს და აუცილებელია მოვლენების განვითარება "ირანის სცენარით", რაც მსხვერპლსაც მოიაზრებს". აღსანიშნავია, რომ პროპაგანდისტულმა მედიებმა ისე გაავრცელეს ეს ინფორმაცია, ამის დასადასტურებლად არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. რეალურად, შეხვედრის შესახებ პეტერ ფიშერმა ფოტო თავადვე გაავრცელა 15 იანვარს, რომელსაც თან ერთოდა წარწერა, სადაც ნათქვამია, რომ ნ ქართველ ახალგაზრდებთან საუბარი ჰქონდა საქართველოში არსებულ გამოწვევებზე. რაც შეეხება პეტერ ფიშერთან შეხვედრაზე მყოფ ახალგაზრდებს, ისინი ამბობენ, რომ შეხვედრა მათი ინიციატივით შედგა და მასზე იმსჯელეს იმ ხედვებზე, რომლებიც ახალგაზრდულ გაერთიანებებს აქვთ საქართველოში შექმნილი კრიზისის შესახებ. რაც შეეხება პროპაგანდისტული მედების გავრცელებულ ბრალდებებს შეხვედრის შესახებ, აქტივისტები ამბობენ, რომ ქართული ოცნება მორიგ ჯერზე ავრცელებენ სიცრუეს, რომლის მიზანიც აქციაში ჩართული ადამიანებისა და ელჩის გაშავებაა. მას შემდეგ რაც იმედმა და რუსთავი 2-მა ეს ინფორმაცია გაავრცელეს, პეტერ ფიშერმა X-ზე დაწერა: " ეს ფოტო ტვიტერზე დავდე. იმედმა და რუსთავი 2-მა ნახეს და მის „საიდუმლო“ მნიშვნელობაზე კამპანიას აგორებენ. ვიმეორებ: ეს ფოტო ტვიტერზე დავდე. მიხვდით?“ - წერს ფიშერი. "
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)