|
2026-01-15 21:28:31, 770 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-მა ირანში აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები დაასანქცირა
აშშ-მა ირანში მიმდინარე აქციებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირები დაასანქცირა. განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია: "სანქცირებულთა შორის არიან: • ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს (SCNS) მდივანი, ალი ლარიჯანი, რომელიც პასუხისმგებელია ირანის უზენაესი ლიდერის სახელით საპროტესტო აქციებზე რეაგირების კოორდინაციაზე და მან საჯაროდ მოუწოდა ირანის უსაფრთხოების ძალებს, გამოეყენებინათ ძალა მშვიდობიანი მომიტინგეების დასარბევად • მოჰამედ რეზა ჰაშემიფარი, რომელიც მსახურობს ირანის ისლამური რესპუბლიკის სამართალდამცავი ძალების (LEF) მეთაურად ლორესტანის პროვინციაში (აღნიშნული უწყება სანქცირებულია აშშ-ის მიერ) • ნემატოლა ბაღერი - „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) მეთაური ლორესტანის პროვინციაში. ირანის უსაფრთხოების ძალებმა ლორესტანის პროვინციაში ირანელი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ არაერთი სისასტიკე ჩაიდინეს. მაგალითად, ქალაქ აზნაში უსაფრთხოების ძალებმა ესროლეს რამდენიმე მშვიდობიან მოქალაქეს; ერთ-ერთი გარდაცვლილის ცხედარი კი სამართალდამცავებმა მძევლად დაიტოვეს, რათა ოჯახი ეიძულებინათ, მიცვალებული ცრუდ გამოეცხადებინათ ხელისუფლებისთვის თავდადებულ „წამებულად“ (შაჰიდად)" • ზიზოლა მალეკი და იადოლა ბუალი, რომლებიც მსახურობენ ლორესტანის პროვინციის სამართალდამცავი ძალებისა (LEF) და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) მეთაურებად. ამ პროვინციაში მდებარეობს ირანის ერთ-ერთი უმთავრესი ქალაქი შირაზი, რომელიც რეჟიმის წინააღმდეგ წინააღმდეგობის მნიშვნელოვანი ცენტრია. 2025 წლის დეკემბერში დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ, ფარსის პროვინციაში უსაფრთხოების ძალებმა უამრავი მშვიდობიანი დემონსტრანტი მოკლეს; შირაზის საავადმყოფოები იმდენად არის გადატვირთული ცეცხლსასროლი ჭრილობების მქონე პაციენტებით, რომ სხვა ტიპის პაციენტების მიღება ვეღარ ხერხდება. დაღუპულთა ოჯახებს აიძულებენ, სახელმწიფო ტელევიზიით ცრუ ჩვენებები მისცენ რეჟიმის ნარატივის მხარდასაჭერად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ ახლობლების ცხედრების გადაცემაზე უარს ეუბნებიან. ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ირანელი ხალხის თავისუფლებისა და სამართლიანობისკენ მისწრაფებას“, - აცხადებს დეპარტამენტი.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)