|
2026-01-12 15:15:48, 689 ნახვა
პოლიტიკა
უფლებები საქართველო: იძულებით ვწყვეტთ საქმიანობას, მოხალისეობრივად განვაგრძობთ კონსულტაციებს
უფლებები საქართველო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების დიდი ძალისხმევის შედეგად იძულებით წყვეტს საქმიანობას. ორგანიზაციის განცხადებით, იურისტები სრულიად მოხალისეობრივ საწყისებზე გააგრძელებენ უფასო სამართლებრივი კონსულტაციების გაწევას. " არსებული ვითარებიდან გამომდინარე, უნდა გაგვეკეთებინა განცხადება, რომ 2026 წლის პირველი იანვრიდან „უფლებები საქართველო“ 29 წლის შემდეგ წყვეტს საქმიანობას — აჩერებს წარმომადგენლობას ძალადობის და ფემიციდის მსხვერპლთა მიმდინარე 200-მდე საქმეზე ადგილობრივ და საერთშორისო სასამართლოებში; უპატრონოდ ტოვებს ევროსასამართლოში გაგზავნილ 500-მდე საქმეს, მათ შორის აგვისტოს ომით დაზარალებულთა საქმეებს; აღარ მიიღებს მონაწილეობას საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელების განხილვაში, ყოველდღიურად ვეღარ გაუწევს უფასო კონსულტაციას და დახმარებას უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ათეულობით მოქალაქეს, რომლებსაც კიდევ შერჩათ სამართლის პოვნის იმედი. დიახ, ე.წ. ხელისუფლების დიდი ძალისხმევის შედეგად “უფლებები საქართველო“ პირველად 29 წლის შემდეგ დადგა საქმიანობის იძულებით შეჩერების ფაქტის წინაშე. მაგრამ, ჩვენ ეს ვერ შევძელით. გადავწყვიტეთ, არ ვუღალატოთ საკუთარ მორალს, პროფესიას და რაც მთავარია, ადამიანებს, რომლებსაც ვჭირდებით. ამიტომ, დღეიდან, 2026 წლის 12 იანვრიდან „უფლებები საქართველოს“ იურისტები სრულიად მოხალისეობრივ საწყისებზე გააგრძელებენ უფასო სამართლებრივი კონსულტაციების გაწევას და განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამართლებრივ დახმარებას და წარმომადგენლობას. მათ, ვისაც გჭირდებათ უფასო სამართლებრივი კონსულტაცია: დაგვიკავშირდით „უფლებები საქართველოს“ ცხელ ხაზზე 577 541 655 ყოველ დღე 11-საათიდან-18 საათამდე, ან მოგვწერეთ ორგანიზაციის ფეისბუქის გვერდზე. მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის და საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე სხვა დროს (24/7-ზე) სამშაბათს და ხუთშაბათს, 11:00-16:00 საათამდე მობრძანდით პირისპირ კონსულტაციებზე „უფლებები საქართველოს“ ოფისში (მის. ა. გახოკიძის 11ა, საბურთალო)", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)