|
2016-03-28 15:28:00, 692 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის საფინანსო ხელშეკრულება გაფორმდა
საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) მიერ საქართველოს „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტისთვის" 40 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე საფინანსო ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც ხელი ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა მოაწერეს. როგორც "ექსპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (გურია, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, შიდა ქართლი) შიდასახელმწიფოებრივი გზების რეაბილიტაცია. „სატრანსპორტო-საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან დღეს ხელმოწერილი შეთანხმება მნიშნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მოხარულები ვართ, რომ მსოფლიო ბანკი აქტიურად გვიჭერს მხარს და აფინანსებს არა მხოლოდ ქვეყნის მთავარი სატრანზიტო არტერიის - ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტს, არამედ ბანკის მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები მიიმართება შიდასახელმწიფოებრივი გზების რეაბილიტაციას. აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და სტაბილურ განვითარებას, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას რეგიონებში, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების წახალისებას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა. პროექტს 2016-2021 წლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს. "საგზაო ინვესტიციებმა საქართველოში დადებითი გავლენა იქონია ეკონომიკაზე. საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, რეგიონების დაკავშირებით და სოციალურ-ეკონომიკურ ცენტრებზე წვდომით, პროექტი ხელს შეუწყობს მეორე მიმართულებას, კერძოდ, კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, სამუშაო ადგილების შექმნას, აღნიშნულ რეგიონებში მოსახლეობა მიიღებს სარგებელს, რადგან შემცირდება მგზავრობისთვის საჭირო დრო და სატრანსპორტო დანახარჯები, გაიზრდება საგზაო უსაფრთხოება", - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა.
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)