12:59 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-05 16:07:08, 1052 ნახვა

პოლიტიკა
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ უკრაინის დახმარებაზე დახარჯულ მთელ თანხას დაიბრუნებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ უკრაინის დახმარებაზე დახარჯულ მთელ თანხას დაიბრუნებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აშშ შეძლებს ომში უკრაინის დასახმარებლად დახარჯული თანხების სრულად ან „კიდევ უფრო მეტად“ დაბრუნებას.

„ჯო ბაიდენმა 350 მილიარდი აშშ დოლარი გასცა. ახლა მე ბევრი დავიბრუნე, რადგან ჩვენ დავდეთ გარიგება იშვიათ მინერალებზე. და ჩვენ ამ ფულის დიდ ნაწილს დავიბრუნებთ. შესაძლოა, მთელ ფულს, შესაძლოა, მთელ ფულზე მეტსაც კი, მაგრამ ახლა ჩვენ ვიღებთ ანაზღაურებას. რამეს როცა ვუგზავნით, ისინი იხდიან“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე თქვა, რომ უკრაინაში ომში ყოველთვიურად 25 000-დან 30 000-მდე ჯარისკაცი იღუპება.

„ყოველთვიურად 25 000-დან 30 000-მდე ჯარისკაცი იღუპება. და ისინი ამერიკიდან არ არიან. ისინი რუსეთიდან და უკრაინიდან არიან. მე თუ შევძლებდი ამის შეჩერებას, მსურდა მისი შეჩერება. ვფიქრობ, ამას გავაკეთებთ“, – განაცხაა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, 2025 წლის ივლისიდან, ტრამპისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს მიერ ივლისში წამოწყებული „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის“ (PURL) პროგრამის ფარგლებში, ნატო-ს მოკავშირეები უკრაინისთვის აშშ-ის იარაღს ყიდულობენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics