14:04 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-26 14:46:24, 6630 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ბანკის წიგნის კუთხეები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ქმნის განათლების შესაძლებლობებს

საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი.

საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. იმისათვის, რომ განათლებისა და შემეცნების პროცესი ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადოს, 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. 

ამ მიმართულებით ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივა წიგნის კუთხეებია მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, რომელიც ქართველ მკითხველს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ მათთვის სასურველ ლიტერატურას ქართულ ენაზე. 

საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი წიგნის კუთხე ხელმისაწვდომია დუბლინში (ირლანდია), ათენისა (საბერძნეთი) და ბარსელონას (ესპანეთი) საკვირაო სკოლებში. 

ამასთან, „წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებასთან“ თანამშრომლობით, ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა საბერძნეთში (ათენი), ესპანეთში (მადრიდი), კორეაში (სეული).

საქართველოს ბანკის წიგნის კუთხეების პროექტი გრძელდება და სულ მალე მსოფლიოს მასშტაბით ახალ ლოკაციებზეც იქნება ხელმისაწვდომი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლებისა და შემეცნების სივრცის შესაქმნელად, ინოვაციური ბიბლიოთეკების - იდეათეკების პროექტს ახორციელებს, რომელიც საქართველოს მასშტაბით, 11 რეგიონის 25 სკოლის 18 000-ზე მეტ მოსწავლეს აძლევს წვდომას განათლების მისაღებად საჭირო რესურსებზე. 

თითოეული იდეათეკა აღჭურვილია 2000-ზე მეტი წიგნით - ზოგადი და სასკოლო საგანმანათლებლო რესურსით, კომპიუტერებით, პროექტორით და STEM კუთხით, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, გაეცნონ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს, ჩაატარონ მარტივი ექსპერიმენტები და გადადგან პირველი ნაბიჯები დიადი აღმოჩენებისკენ.

ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების მხოლოდ ნაწილია. ინიციატივების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics