|
2025-12-18 17:21:44, 10189 ნახვა
პოლიტიკა
დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუსნეფტს, რომელსაც საქართველოში ნავთობი შემოაქვს
18 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიებს, მათ შორის რუსნეფტსა და ტატნეფტს სანქციები დაუწესა - სანქციების ახალი პაკეტი შეეხება რუსეთთან დაკავშირებულ 24 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. ოქტომბერში Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2025 წლის ოქტომბერში საქართველოში რუსულმა კომპანია რუსნეფტმა, შავი ზღვის სანაპიროზე, ყულევში ახალაშენებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ნავთობის პირველი პარტია მიაწოდა. LSEG-ისა და ერთ-ერთი ტრეიდერის ინფორმაციით, ტანკერმა კაისერმა 105 340 ტონა Siberian Light მარკის ნავთობი რუსეთის შავი ზღვის პორტიდან, ნოვოროსიისკიდან ჩაიტანა ყულევის ნავთობტერმინალში - 6 ოქტომბერს. მოგვიანებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დაადასტურა, რომ პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი კაისერი ყულევის პორტში ოქტომბრის დასაწყისში შევიდა. მას რუსული კომპანიისთვის განკუთვნილი 100 000 ტონამდე ნედლი ნავთობი გადაჰქონდა. ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ წელიწადში 1 200 000 ტონა ნავთობი უნდა გადაამუშაოს. ამის შემდეგ, გამოცემა პროექტმა ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც აღმოაჩინა, რომ საქართველოში აშენებული პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დამფუძნებლის და მფლობელის, მაკა ასათიანის ოჯახი რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) უფროსის მოადგილის ოჯახის ბიზნესპარტნიორია. მან გამოავლინა, რომ მაკა ასათიანის შვილი და ვლადიმერ ალექსეევის, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (ГРУ) მთავარი დირექტორატის უფროსის პირველი მოადგილის შვილი - ერთობლივ ბიზნესს მართავენ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)