16:01 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-15 11:21:22, 6631 ნახვა

პოლიტიკა
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა, დღევანდელი მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება.

ევროკავშირი აპირებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს. ასევე მინისტრები იმსჯელებენ უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე.

ვირტუალურ რეჟიმში შედგება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან.

ამასთან, ბრიუსელში იმყოფება სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ევროპელ კოლეგებთან კონსულტაციებს გამართავს. მინისტერიალის შეხვედრის თემებს შორის არის ასევე ახლო აღმოსავლეთი, სირია და ევროკავშირის ურთიერთობები ჩინეთთან.

„დღეს მრავალ საკითხზე ვიმსჯელებთ. უპირველეს ყოვლისა უკრაინაზე. დაფინანსების საკითხისთვის ეს გადამწყვეტი კვირაა. გადაწყვეტილებები, რომლებიც უკრაინის მხარდასაჭერად უნდა მივიღოთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე დღესვე მივიღებთ გადაწყვეტილებებს რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტთან დაკავშირებით. ჩვენ დავამატებთ სასანქციო სიაში 40 ხომალდს და ასევე ხელშემწყობებს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რუსეთს აღარ ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ეს ომი დააფინანსოს“, – განაცხადა კაია კალასმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics