|
2025-12-13 16:10:20, 14800 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მ ბელორუსულ კალიუმზე სანქციები მოხსნა
ბელარუსში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კოულმა, განაცხადა, რომ აშშ ბელარუსულ კალიუმზე სანქციებს ხსნის. „ბელტას“ ცნობით, ამის შესახებ მან განცხადება ბელარუსში ვიზიტის მეორე დღეს გააკეთა. აღნიშნულია, რომ თვითგამოცხადებული ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსა და აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს შორის მოლაპარაკებები შაბათს, 13 დეკემბერს გაგრძელდა. „პრეზიდენტ ტრამპის მითითებების შესაბამისად, აშშ კალიუმზე სანქციებს ხსნის. ვფიქრობ, ეს აშშ-ს მხრიდან ბელარუსისთვის ძალიან კარგი ნაბიჯია. ჩვენ ახლა მათ ვაუქმებთ“, - განაცხადა კოულმა. მან აღნიშნა, რომ სანქციებზე დისკუსიები გაგრძელდება. „ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებასთან ერთად, სულ უფრო მეტი სანქცია მოიხსნება“, - თქვა აშშ-ის წარმომადგენელმა. კოულმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ორივე მხარე მიაღწევს სიტუაციას, როდესაც სანქციები აღარ იქნება დაწესებული. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს მინსკის რეჟიმთან კონტაქტის დამყარებას, რასაც 52 ბელორუსი პოლიტპატიმრის გათავისუფლება ადასტურებს. ამ ძალისხმევის ფარგლებში, აშშ-მ ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანია „ბელავიას“ სანქციები მოხსნა. ასევე, სამშაბათს, 4 ნოემბერს, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ნაწილი შეამსუბუქა, ეროვნული ავიაკომპანიის წინააღმდეგ ზომები მოხსნა და ლუკაშენკოს თვითმფრინავთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება დაუშვა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)