|
2025-12-12 20:14:21, 9121 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანმა პუტინს განუცხადა, რომ უკრაინაში საჭიროა სულ მცირე ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტა
თურქმენეთში რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზი გაუსვა უკრაინაში ომის კონტექსტში ენერგეტიკულ ობიექტებსა და პორტებზე თავდასხმების შეჩერების აუცილებლობას. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ერდოღანი პუტინს თურქმენეთის დედაქალაქში გამართული მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში შეხვდა. თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების ოფისის ცნობით, მოლაპარაკებები რუსეთ-უკრაინის ომში მშვიდობის მიღწევის მცდელობებს შეეხო. ერდოღანმა კიდევ ერთხელ გამოხატა თურქეთის მხარდაჭერა სამშვიდობო ძალისხმევის მიმართ. გარდა ამისა, დეტალურად განიხილეს ყველა საკითხი, მათ შორის ევროკავშირის მიერ რუსული აქტივების გაყინვა. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ომის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობით დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევა დიდი ფასეულობაა და გამოთქვა რწმენა, რომ ორივე მხარისთვის პრაქტიკული სარგებლის მომტან სფეროებში პროგრესის მიღწევის შესაძლებლობა არსებობს. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ შეზღუდული ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც ძირითადად ენერგეტიკულ ობიექტებსა და პორტებს ეხება, შეიძლება სასარგებლო იყოს. ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყურადღებით აკვირდება ომის დასრულებისკენ მიმართულ მოლაპარაკებების პროცესს და ამ კონტექსტში შეუძლია მიიღოს მოლაპარაკებები ყველა ფორმატში. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინისა და რუსეთის საელჩოების წარმომადგენლები დაიბარა, რათა შეშფოთება გამოეხატა შავ ზღვაში რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებზე თავდასხმების სერიის გამო. პრეზიდენტმა ერდოღანმა ამ თავდასხმებს „საგანგაშო ესკალაცია“ უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)