14:07 - 13 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-11 19:43:47, 775 ნახვა

პოლიტიკა
ყაველაშვილმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც პროტესტი ტროტუარზეც იკრძალება

ქართული ოცნების პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც ქართული ოცნება პროტესტს ტროტუარზეც კრძალავს.

ცვლილებები საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა და მითითებულაი, რომ შეკრება-მანიფესტაციის შესახებ ახალი რეპრესიული კანონი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის.

ქართული ოცნების პარლამენტმა გუშინ, 10 დეკემბერს მესამე მოსმენით მიიღო შეკრების ან მანიფესტაციების შესახებ კანონში მორიგი რეპრესიული ცვლილებები. 

ცვლილებების მიხედვით, მანიფესტაციის ორგანიზატორი ვალდებულია, შეკრების ჩატარების თაობაზე შსს გააფრთხილოს, ხოლო უწყებას უფლება ეძლევა, შეკრების ორგანიზატორებს ალტერნატიული ადგილი და სვლა-გეზი შესთავაზოს.

თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან პოლიციელების მოთხოვნას, მათ 15-დღემდე, ხოლო ორგანიზატორებს 20-დღემდე პატიმრობა ემუქრებათ. განმეორების შემთხვევაში კი სასჯელი 1-წლამდე გაიზრდება.

"ცვლილებების მიხედვით, სპონტანური და არასპონტანური შეკრების ან მანიფესტაციების ორგანიზატორს დაეკისრება ვალდებულება, შეკრების ან მანიფესტაციების ჩატარების თაობაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს ნაცვლად შსს გააფრთხილოს. გაფრთხილების მიღების შემდეგ შსს-ს მიენიჭება უფლებამოსილება შეკრების ან მანიფესტაციების ორგანიზატორებს შესთავაზოს შეკრების ჩატარების ადგილისა და სხვა სვლა-გეზის ცვლილება. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოთავაზებული შეკრების ფორმა, ჩატარების ადგილი, ან სვლა-გეზი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებს, საწარმოებს, დაწესებულებისა და ტრანსპორტის ნორმალურ მუშაობას, ასევე ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ანდა ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.

თუ სპონტანური ან არასპონტანური შეკრების მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილზე, ანდა სვლა-გეზზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ დათანხმდებიან და შეკრებას ან მანიფესტაციას მაინც იმ ადგილას ჩაატარებენ, რითაც შეზღდავენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, ასეთი მანიფესტაციის მონაწილეს დაეკისრება ადმინისტრაციული პატიმრობა 15-დღემდე ვადით, ხოლო ორგანიზატორს 20-დღემდე ვადით.

ამასთანავე, ანალოგიური ქმედების განმეორებით ჩადენისთვის მონაწილეს ან ორგანიზატორს სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობა დაეკისრება სსკ-ის 347-ე მუხლით, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა 1-წლამდე ვადით.

საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ეს ცვლილებები არის მიღებული, რათა დაცული იქნას, მაქსიმალურად, ბალანსი, როგორც შეკრებისა და გამოხატვის თავსუფლებასთან მიმართებით, ასევე იმ მოქალაქეების უფლებები, რომლებიც ცხოვრობენ ყოველდღიურად ჩვენს ქვეყანაში", - თქვა ირაკლი კირცხალიამ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ისტორიული ძეგლების დაცვის ჯგუფი თეთრ სახლს ტრამპის საბანკეტო დარბაზის გამო უჩივის
უკრაინამ კასპიის ზღვაში მდებარე „ლუკოილის“ ნავთობპლატფორმებზე ბოლო ორი დღის განმავლობაში მეორე დარტყმა განხორციელდა
სარატოვში, „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის დროს, დრონი საცხოვრებელ შენობას შეეჯახა, ორი ადამიანი დაიღუპა.
ბრიტანეთის მეფე აცხადებს, რომ მისი კიბოს მკურნალობა შესაძლოა შეწყდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი