|
2025-12-11 15:59:44, 3082 ნახვა
პოლიტიკა
სასამართლომ 26 პირის მიმართ საქართველოს სახელმწიფოს ჯამში 646 000 ევროს გადახდა დააკისრა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ გავრილოვის ღამეს 26 მოქალაქის საქმეზე დაირღვა ევროპული კონვენციის მუხლები წამების აკრძალვის, გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ. სასამართლომ 26 პირის მიმართ საქართველოს სახელმწიფოს ჯამში 646 000 ევროს გადახდა დააკისრა. მოსამართლეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი, რომ წამების აკრძალვის შესახებ მუხლი ყველა იმ 24 მოქალაქის წინააღმდეგ დაირღვა, რომელმაც აღნიშნული მუხლით სასამართლოში საჩივარი შეიტანა. ამასთან, სასამართლომ მე-10 მუხლის ფარგლებში დარღვევები დაადგინა პოლიციის მხრიდან ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გაუმართლებელი და არაპროპორციული გამოყენებიდან გამომდინარე. ე.წ. გავრილოვის ღამესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს 26 მოქალაქისთვის ჯამში 646 000 ევროს გადახდა დააკისრა. რა რაოდენობის თანხას მიიღებენ ე.წ. გავრილოვის ღამის დაზარალებულები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით: 1. ლექსო ჩანქსელიანი – 258 926,88 ევრო და 30,000 ევრო 2. დავით ქურდოვანიძე – 129 069,60 ევრო და 30,000 ევრო 3. გიორგი სულაშვილი – 81 764,64 ევრო და 30,000 ევრო 4. მაია გომური – 77 479,20 ევრო და 30,000 ევრო 5. ვახტანგი ბერიკაშვილი – 25 000 ევრო 6. მერაბ ცაავა – 20 000 ევრო 7. ბესლან კმუზოვი – 20 000 ევრო 8. ირაკლი გიორგაძე – 14 000 ევრო 9. ზაზა სვანაძე – 10 000 ევრო 10. თამარ ბაღაშვილი – 10 000 ევრო 11. გურამ მურადოვი – 10 000 ევრო 12. ნიკოლოზ შარვაშიძე – 10 000 ევრო 13. დიმიტრი ფოჩხიძე – 9 000 ევრო 14. ირაკლი ხვადაგიანი – 9 000 ევრო 15. დავით შეყილაძე – 7 000 ევრო 16. თეიმურაზ დიდბერაშვილი – 7 000 ევრო 17. გვანცა ნემსაძე – 5 000 ევრო 18. ანა ვახტანგაძე – 5 000 ევრო 19. ნინო ხოზრევანიძე – 5 000 ევრო 21. გურამ გრიგალაშვილი – 5 000 ევრო 22. თორნიკე კოშკაძე – 5 000 ევრო 23. გიორგი ჭუმბურიძე – 5 000 ევრო 24. დავით ბოჩიკაშვილი – 5 000 ევრო 25. ეკატერინე აბაშიძე – 5 000 ევრო 26. გიორგი დიასამიძე – 5 000 ევრო გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ დღეს გამოაქვეყნა.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)