|
2025-12-08 14:08:17, 667 ნახვა
პოლიტიკა
დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში კირ სტარმერს, ემანუელ მაკრონს და ფრიდრიხ მერცს შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, 8 დეკემბერს ლონდონში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს შეხვდება. BBC-ის ცნობით, ისინი განიხილავენ იმ სამშვიდობო გეგმას, რომლის მიზანიც არის ომის დასრულება უკრაინაში და რომლის სამუშაო ვარიანტიც გასულ კვირას ფლორიდაში უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების დროს შემუშავდა. გუშინ, 7 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ზელენსკის წარმომადგენლებს მოსწონთ უახლესი გეგმა. თუმცა, დასძინა: „უნდა ვთქვა, რომ ცოტათი იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს წინადადება. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო რამდენიმე საათის წინ“. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ზოგიერთი საკითხი მხოლოდ პირად კომუნიკაციაში უნდა იქნას განხილული. მოლაპარაკებები აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და ზელენსკის ახალ მთავარ მომლაპარაკებელ რუსტემ უმაროვს შორის მაიამიში 6-7 დეკემბერს შედგა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)