|
2025-12-04 21:55:21, 1466 ნახვა
პოლიტიკა
თუ სიმართლეა, ეს არის საშინელება – ეუთოს თავმჯდომარე BBC-ის გამოძიებაზე
“თუ ეს სიმართლეა, ეს არის საშინელება”, – ასე გამოეხმაურა ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას საქართველოზე. ვალტონენმა ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ვენაში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც მას შეკითხვა ქართველმა ჟურნალისტმა დავით კიკალიშვილმა დაუსვა. “რა თქმა უნდა, ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება განსაკუთრებით მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ… თუ ეს სიმართლეა, ეს არის საშინელება და ისეთი რამ რასაც არამხოლოდ ეუთო, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოება დაგმობს ძლიერი სიტყვებით. მივადევნოთ ამას თვალი”, – განაცხადა ვალტონენმა და გაიხსენა თავისი ვიზიტი თბილისში. მან განაცხადა, რომ თვალს ადევნებს საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და მზარდ რეპრესიებს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. პირველ დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს ანტისამთავრობო აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)