|
2025-12-04 14:41:30, 1612 ნახვა
პოლიტიკა
ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი - მივმართავ მთავრობას, გეგმავს თუ არა საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქცირებას ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით
ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი (პარლამენტის ზედა პალატა), ლორდი ჯორჯ ფოულკსი მთავრობას კითხვით მიმართავს, თუ რა ქმედებების განხორციელებას გეგმავენ ისინი იმ ცნობების შემდეგ, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დაშლისას საქართველოს მთავრობამ აკრძალული ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა. „მივმართავ მთავრობას, გეგმავს თუ არა საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქცირებას ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული სანქციების საფუძველზე (The Chemical Weapons (Sanctions) (EU Exit) Regulations 2019), იმ ცნობების შემდეგ, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დაშლისას საქართველოს მთავრობამ აკრძალული ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა“, – ვკითხულობთ ლორდ ჯორჯ ფოულკსის მიერ ბრიტანეთის მთავრობისთვის გაგზავნილ კითხვებში.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)