|
2025-12-03 19:12:20, 2034 ნახვა
პოლიტიკა
The Hill: სენატში უმრავლესობის ლიდერმა ჯონ თუნმა MEGOBARI Act-ის NDDA-ში ჩართვაზე უარი თქვა
გამოცემა The Hill-ის ინფორმაციით, აშშ-ის სენატში უმრავლესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა ჯონ თუნმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ასევე რესპუბლიკელ კონგრესმენ მაიკ ჯონსონს MEGOBARI Act-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA) ჩართვაზე უარი უთხრა. NDAA ყოველწლიური, აუცილებელი თავდაცვითი კანონპროექტია, რომელიც აშშ-ს ხელისუფლებას ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტებსა და სამხრედრო ხარჯების ოდენობას უდგენს. The Hill-ის წყაროების თანახმად, სპიკერმა ჯონ ტუნს პირადი თხოვნით გასულ თვეში მიმართა - ასევე, წყაროების თანახმად, სენატის უმრავლესობის ლიდერმა ავტორიზაციის აქტში MEGOBARI Act-ის ჩართვის ინიციატივა ბოლო 3 თვეში უკვე მეორედ დაბლოკა. The Hill წერს, რომ MEGOBARI Act კანონპროექტია, რომელიც მიზანში იღებს პრორუსულ, ანტიდემოკრატიულ ოფიციალურ პირებს საქართველოში. გამოცემა წერს, რომ ანონიმურობის პირობის დაცვით, ამ ინფორმაციას 2 ადამიანზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც კონგრესმენებთან თანაშემწეებად მუშაობენ. The Hill ამ ინფორმაციაზე კომენტარის გასაკეთებლად დაუკავშირდა როგორც ჯონ თუნის, ასევე მაიკ ჯონსონის ოფისებს - მათ უარი თქვეს კომენტარის გაკეთებაზე. დღეს, 3 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში გამოცემა BBC-ის მიერ პირველ დეკემბერს გამოქვეყნებულ საგამოძიებო სიუჟეტსაც ახსენებს, რომლის თანახმადაც - ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო 2024 წლის აქციებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალულ ქიმიურ ნივთიერებას იყენებდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)