20:19 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-03 10:20:28, 1325 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმა საზიანოა თავად საქართველოსთვის და არარეალისტურია - რუსეთის საგარეო

რუსეთი ამჟამად ვერ ხედავს წინაპირობებს საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის, განუცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროპაგანდისტულ მედიასაშუალება „იზვესტიას“.

"რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლების არანაირი წინაპირობა არ არსებობს. თბილისი კვლავ ინარჩუნებს სააკაშვილის რეჟიმის პოზიციას, რომ დიპლომატიური ურთიერთობების გაგრძელება დაკავშირებულია რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმასთან. ეს მოთხოვნა საზიანოა თავად საქართველოსთვის და არარეალისტურია. მოსკოვი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის აღიარების გადაწყვეტილება შეუქცევადია. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა, რომელიც, ჩვენი აზრით, ამ ყველაფრით სხვებზე მეტად უნდა იყოს დაინტერესებული" - ვკითხულობთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
თვითნებურად მოწყობილ ავტო რბოლას არასრულწლოვანი ემსხვერპლა – დააკავეს 2 პირი
2024 წელს მელიაზე თავდასხმისთვის 1 პირს, ასევე, მელიას გარემოცვის 2 წევრს ბრალი წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics