|
2025-11-29 13:47:39, 3782 ნახვა
პოლიტიკა
ნიდერლანდების საგარეო აქციების წლისთავზე: ვაღიარებთ ქართველი ხალხის სიმტკიცეს
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში უწყვეტი პროტესტის წლისთავს ეხმაურება და აცხადებს, რომ "ქართველი ხალხი დაშინების, ძალადობისა და რეპრესიის მიუხედავად" თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერას აგრძელებს. ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე წერს. "უკვე ერთი წელია, რაც ქართველი ხალხი დაშინების, ძალადობისა და რეპრესიის მიუხედავად თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერით საკუთარ უფლებებს იყენებს. არც ერთ მთავრობას არ შეუძლია მათი თხოვნის უგულებელყოფა. როგორც ქართველი ხალხის დიდი ხნის მეგობრები, ნიდერლანდები აღიარებს მათ სიმტკიცესა და თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსადმი ერთგულებას". - წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის რეჟიმმა გასული წლის 28 ნოემბერს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა, რასაც ერთწლიანი უწყვეტი სახალხო პროტესტი მოჰყვა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)