|
2025-11-28 21:22:55, 2972 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის წინ, უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან ერთი წლის თავზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან ერთი წლის თავზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციას საზოგადოებრივი მაუწყებლისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიებიდან საპროტესტო მარშები შეუერთდნენ. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. დემონსტრანტებს მოტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები: "გადადგეს რეჟიმი", "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" და ა.შ. მარშების გამოჩენას მოქალაქეებში ოვაციები და შეძახილი მოჰყვა. "ბოლომდე, ბოლომდე", - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ვლადიმერ პუტინისა და კრემლის ფოტოები დაწვეს. პერფორმანსი თბილისში მცხოვრებმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან სადიგოვმა ჩაატარა. მოქალაქეების მოთხოვნები დღესაც უცვლელია: ახალი საპარლამენტო არჩევნები და სინდისის და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. აქციის მონაწილეები პირდაპირ ამბობენ, რომ მათი მთავარი ძალა ერთიანობაა და ეს ბრძოლა აუცილებლად მათი გამარჯვებით დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)