|
2025-11-28 17:41:58, 1905 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილის წარმომადგენელი პაპუაშვილი ერთი წლის წინ ვითარების გამწვავებას საპროტესტო აქციების მონაწილეებს აბრალებს
შარშან ვიხილეთ გარედან მხარდაჭერილი, წაქეზებული ძალადობა სახელმწიფო დაწესებულებების, ქვეყნის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა განაცხადა. მისი თქმით, შარშან, ნოემბერში ჩამოსული იყო შვიდი ქვეყნის კომიტეტების თავმჯდომარეები, მათ შორის შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელმაც ხალხს „მაიდნისკენ“ მოუწოდა, რამდენიმე დღეში კი რადიკალურმა ოპოზიციამ ეს მოწოდება შეუსრულა, გამოვიდნენ და პარლამენტს ცეცხლს უკიდებდნენ. „შარშან პარლამენტის შენობაში დაიწვა რამდენიმე ოთახი, შენობაზე ჩამტვრეული იყო ყველა შუშა, პიროტექნიკის გამოყენება იყო, ასზე მეტი პოლიციელი დაშავდა, წვავდნენ პოლიციის ტექნიკას. ამ ყველაფერს უყურებდა ბრიუსელი და ტაშს უკრავდა. ტაში დაუკრეს ძალადობას. დღემდე არც ევროკავშირის ელჩს, არც სხვა რომელიმე ხმამაღლა მოსაუბრე ელჩს, არც ევროკომისიას, ევროპარლამენტს, რომელიმე ხმამაღლა მოსაუბრე ევროპელს, დღემდე არ დაუგმიათ ის ძალადობა, რომელიც მათი დაფინანსებული „ენეჯეოებისგან“, პოლიტიკოსებისგან ვიხილეთ. სოფიაში გვახსოვს, აქციის მონაწილეებმა ცეცხლი დაანთეს პარლამენტის ოფისთან, ამაზე ევროკავშირში ამბავი ჰქონდათ ატეხილი, ეს როგორ მოხდაო და აქ მათი დაფინანსებული ადამიანები წვავდნენ პარლამენტის შენობას და არათუ არ დაგმეს, ფული დაუმატეს. ეს ძალადობა იყო ბრიუსელის ბიუროკრატებისგან წაქეზებული, რამაც შემდეგი ძალადობები მოგვიტანა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, ძალადობას სჭირდებოდა პასუხი. „გახსოვთ, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები აღმოჩნდა პარტიების ოფისებში, მაგალითად, „დროას“, მათ შორის ქალბატონი ხოშტარიას განცხადებები იყო, რომ დიახ, ყიდულობდა მაშხალებს. გახსოვთ, როგორ იხარჯებოდა ევროკავშირის ფული, რომ ჯარიმები გადაეხადათ. მახსოვს „ისფედის“ დღევანდელმა ხელმძღვანელმა აღიარა, რომ ევროკავშირის ფულით ყიდულობდნენ აღჭურვილობას და აქციის მონაწილეებს აძლევდნენ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, აირწინაღებს ყიდულობდნენ და სხვა. დასკვნა, რომელზეც ყველა ვთანხმდებით, რომ შარშან ძალადობრივი აქციების მონაწილეების არცერთი ქმედება არ დაუგმია ევროკავშირს და ბრიუსელს, არათუ დაგმეს მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ მხრიდან წამოსული ძალადობა, არამედ ფული დაუმატეს. ბრიუსელმა მოიწონა, წაახალისა, ტაში დაუკრა მოძალადეებს და ფული დაუმატა. ეს ხდებოდა პირდაპირ გარედან, ბრიუსელიდან ზეპირი და სიტყვიერი მხარდაჭერით. გვესმოდა განცხადებები: მიდით, ქართველებო, თქვენს გვერდში ვართ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)