|
2025-11-28 17:08:57, 2015 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში სამუშაო ვიზებს გამარტივებული წესით ვეღარ მიიღებენ
საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში სამუშაო ვიზებს გამარტივებული წესით ვეღარ მიიღებენ. ინფორმაციას პოლონეთის საელჩო ავრცელებს. პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის ახალი ბრძანება განსაზღვრავს იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ ისარგებლონ პოლონეთში დასაქმების გამარტივებული "უცხოელისთვის სამუშაოს მინდობის შესახებ განცხადების" მექანიზმით. ამ ქვეყნების ჩამონათვალიდან საქართველო ამოიღეს. ჩამონათვალში შემდეგი ქვეყნები შედიან: სომხეთი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა. ბრძანების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აქამდე არსებული მექანიზმის მიხედვით პოლონეთში საქმიანობენ, მათთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე მუშაობის გაგრძელება შეუძლიათ. ასევე, საქართველოს მოქალაქეების განცხადებები, რომლებიც ბრძანების გამოქვეყნებამდე იყო წარდგენილი, კვლავ აქამდე მოქმედი გამარტივებული წესით განიხილება. მანამდე, პოლონელ დამსაქმებლებს საქართველოს, სომხეთის, უკრაინის, მოლდოვისა და ბელარუსის მოქალაქეების დასაქმება გამარტივებული პროცედურით შეეძლოთ, რომლითაც მუშაობის ჩვეული ნებართვის აღება საჭირო არ იყო. ამისთვის დამსაქმებელი შესაბამის უწყებებს დეკლარაციას გადასცემდა, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეს 24 თვემდე პერიოდის განმავლობაში კონკრეტული სამუშაოს შესრულებას ანდობდა. ამასთან, ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს ასევე 9 თვემდე პერიოდის განმავლობაში სეზონური სამუშაოს შესრულება შეეძლოთ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)