|
2025-11-28 13:00:45, 1974 ნახვა
პოლიტიკა
პროტესტის 1 წელი - ჟურნალისტებზე ძალადობისა და დაშინების 400-მდე შემთხვევა - საერთაშორისო გამჭვირვალობა
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო განცხადების მიხედვით, უწყვეტი პროტესტის ერთწლიან პერიოდში ჟურნალისტებზე სხვადასხვა ტიპის ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევა აღირიცხა. "ერთწლიანი უწყვეტი პროტესტი, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე ქართული ოცნების გადაწყვეტილებას მოჰყვა, განსაკუთრებით მძიმე იყო ქართული კრიტიკული მედიისთვის, რომელიც ისედაც მწირი ფინანსური თუ ტექნიკური რესურსების პირობებში, საპროტესტო პროცესებს ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად აშუქებდა. პროტესტის ერთწლიან პერიოდში დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობის, დაშინების, მუქარის, შევიწროების, დევნისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში სხვადასხვა ფორმით ხელშეშლის 400-მდე საჯაროდ დაფიქსირებული შემთხვევაა აღრიცხული. მათგან 300-მდე მიმდინარე წელს, 100-მდე კი - 2024 წლის ბოლო 1 თვეში." - წერია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)