|
2025-11-28 08:34:47, 1214 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძის განცხადებიდან ერთი წლის თავზე დღეს, დედაქალაქში, საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება
დღეს, 28 ნოემბერს, დედაქალაქში, საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება. უფრო კონკრეტულად, ორი მსვლელობაა დაგეგმილი. კერძოდ, 19:00 საათზე, მოქალაქეები თსუ-ის პირველი კორპუსიდან და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველი შენობიდან დაიწყებენ მსვლელობას. 20:00 საათიდან მოქალაქეები შეიკრიბებიან პარლამენტთან. როგორც ცნობილია, აქციას შეუერთდებიან პროფესორ-მასწავლებლები. აღნიშნული განცხადება მათ, სიმბოლურად სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გააკეთეს. აქცია-მსვლელობას, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უერთდებიან. მე უბრალოდ მაინტერესებს, მდუმარე ხალხის თავში რა ხდება, ერთი წუთით მაინც წარმოიდგინონ ან თავიანთი შვილი, ან ქმარი, ან ძმა, ან და, ასეთ მდგომარეობაში, რასაც ჩვენ გავდივართ, - ამის შესახებ სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ განაცხადა. მისი თქმით, “ხვალ არის სახალხო პროტესტი და ძალიან ბევრი ხალხი უნდა იყოს, რათა მსოფლიომ დაინახოს, რომ უკვე ერთი წელია რაც ხალხი ჯოჯოხეთს აპროტესტებს.“ არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, ხვალ სახლები დაკეტონ და საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ. „ხვალ - ყველა ერთად! იქ, სადაც ჩვენი მომავლის ხაზი გადის!“, - წერს Facebook-პოსტში საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით. 2024 წლის 28 ნოემბრს „ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებს. ამ დღის შემდეგ მოქალაქეები ყოველდღიურად იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე. ისინი ასევე მოითხოვენ სინდისის პატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)