|
2025-11-27 11:36:48, 2185 ნახვა
მსოფლიო
ჰონგ-კონგში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა
ჰონგ-კონგში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა. ხანძრის შედეგად დაშავებული 45 ადამიანი ჯერ კიდევ კრიტიკულ მდგომარეობაშია, 279 მოქალაქე კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ჰონგ-კონგის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, რვა შენობიდან ოთხში ხანძარი კონტროლის ქვეშაა. პოლიციამ ხანძართან დაკავშირებით 3 ადამიანი დააკავა - სამშენებლო კომპანიის ორი დირექტორი და საინჟინრო კონსულტანტი. ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ექსპერტი მიიჩნევს, რომ საცხოვრებელ კომპლექსში ხანძარი კორპუსების დამაკავშირებელი ბამბუკის ხარაჩოების დიდმა რაოდენობამ გაამწვავა. ხანძარს უმაღლესი მეხუთე დონე მიენიჭა. მას 800-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. გუშინ ჰონგ-კონგში შვიდ საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი ერთად გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოძიება დაწყებულია, ოფიციალური პირები კი აცხადებენ, რომ ცეცხლის გავრცელების სიჩქარე "უჩვეულო" იყო. ხანძრის გაჩენის დროს მაღალსართულიანი კომპლექსი რემონტის პროცესში იყო და ბამბუკის ხარაჩოებით იყო გარშემორტყმული. ასობით მცხოვრები დროებით თავშესაფრებშია ევაკუირებული. მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, მაშველებმა ღამით ერთ-ერთი შენობიდან ჩვილი და ხანდაზმული ქალი გადაარჩინეს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)