|
2025-11-20 09:07:49, 1104 ნახვა
მსოფლიო
უკრაინამ ტრამპის კაპიტულაციური გეგმა უარყო
"უკრაინამ აშშ-სა და რუსეთის კაპიტულაციურ გეგმაზე უარი განაცხადა"-წერს Financial Times. გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნების აზრით, გეგმა სრულად შეესაბამება კრემლის მაქსიმალისტურ მოთხოვნებს და არსებითი ცვლილებების შეტანის გარეშე ის უკრაინაში რეალიზებული არ იქნება. Axios-ის ინფორმაციით, სტივ უიტკოფმა ზელენსკისთან შეხვედრა თურქეთში გადადო, რადგან მისთვის გასაგები გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი არ იყო დაინტერესებული ამერიკული მხარის მიერ მომზადებული სამშვიდობო გარიგებით. გამოცემას წყარომ უთხრა, რომ ზელენსკი ანკარაში სხვა, ევროპელ პარტნიორებთან ერთად შემუშავებული გეგმით ჩავიდა, რომელსაც რუსეთი "არასდროს დათანხმდება". ზელენსკის ასევე სურდა რომ ის უფრო ფართო ფორმატში-ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად განეხილათ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)