|
2025-11-16 11:01:28, 1127 ნახვა
მსოფლიო
Z თაობის მიერ გამართული დიდი მიტინგი მეხიკოში, სადაც ნარკოკარტელის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას ითხოვენ
შაბათს, მექსიკის დედაქალაქში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა, რომლებიც ძალადობრივ დანაშაულსა და პრეზიდენტ კლაუდია შაინბაუმის პოლიტიკას აპროტესტებდნენ. სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ მსვლელობები, რომლებიც ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გაიმართა, მისი მთავრობის მოწინააღმდეგე მემარჯვენე პოლიტიკოსების მიერ იყო დაფინანსებული. დედაქალაქში გამართული მიტინგი Z თაობის ახალგაზრდულმა ჯგუფებმა ორგანიზება გაუწიეს და მას მხარი დაუჭირეს მოქალაქეებმა, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, ურუაპანის მერის, კარლოს მანსოს, ბოლო დროს მკვლელობას აპროტესტებდნენ, რომელმაც კარტელების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღება მოითხოვა. მომიტინგეებმა ეროვნული სასახლის, სადაც შაინბაუმი ცხოვრობს, დამცავი ბარიერის ნაწილი დაშალეს. კომპლექსის დამცველმა პოლიციამ ხალხის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მეხიკო სიტის უსაფრთხოების უფროსმა, პაბლო ვასკესმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლებამ 20 ადამიანი დააკავა ისეთი დანაშაულისთვის, როგორიცაა ძარცვა და თავდასხმა. მომიტინგეებმა პლაკატები აფრიალეს წარწერით „ჩვენ ყველანი კარლოს მანსო ვართ“, ზოგი კი მის პატივსაცემად კოვბოის ქუდებს ატარებდა. მანსო 1 ნოემბერს მოკლეს, როდესაც მიცვალებულთა დღის ფესტივალს ესწრებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)