|
2025-11-04 15:47:36, 771 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 1,8 მილიარდი ევროს დახმარების მეხუთე ტრანში დაამტკიცა
უკრაინა 1.8 მილიარდ ევროზე მეტ ფინანსურ დახმარებას მიიღებს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელმაც დაამტკიცა „Ukraine Facility“-ის პროგრამის მეხუთე რეგულარული გადახდა. თანხა გაიცემა მას შემდეგ, რაც უკრაინამ წარმატებით შეასრულა მეხუთე გადახდისთვის საჭირო ცხრა კრიტერიუმი და დამატებით - ერთი შეფერხებული ვალდებულება მეოთხე ეტაპიდან. დახმარების მიზანია უკრაინის მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცება და სახელმწიფო ადმინისტრაციის უწყვეტი მუშაობის მხარდაჭერა. გადახდები მჭიდროდ არის დაკავშირებული „უკრაინის გეგმასთან“ (Ukraine Plan), რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის აღდგენის, მოდერნიზაციისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საჭირო რეფორმების განხორციელების სტრატეგიასა და გრაფიკს. ცნობისთბის, „Ukraine Facility“ ძალაში 2024 წლის 1 მარტს შევიდა და მოიცავს 50 მილიარდ ევრომდე დაფინანსებას (გრანტებისა და სესხების ფორმით) 2024–2027 წლების განმავლობაში უკრაინის აღდგენისა და მოდერნიზაციის მხარდასაჭერად. ამ თანხიდან 32 მილიარდი ევრო განკუთვნილია უშუალოდ უკრაინის გეგმით გათვალისწინებული რეფორმებისა და ინვესტიციების დასაფინანსებლად.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)