|
2025-11-02 20:03:03, 1158 ნახვა
მსოფლიო
ახალი სანქციების დაწესების შემდეგ თურქეთმა არარუსული ნედლი ნავთობის მეტი რაოდენობის შესყიდვა დაიწყო
„როიტერის“ ცნობით, ახალი სანქციების დაწესების შემდეგ თურქეთმა არარუსული ნედლი ნავთობის მეტი რაოდენობის შესყიდვა დაიწყო. ამის შესახებ „როიტერსს“ საკითხთან დაკავშირებულმა ორმა წყარომ, ასევე რამდენიმე ინდუსტრიულმა წყარომ განუცხადა. მათი თქმით, თურქეთის ერთ-ერთმა უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, „სოკარ თურქეთის ეგეოსის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ“ (STAR), რომელიც აზერბაიჯანის „სოკარის“ საკუთრებაშია, ცოტა ხნის წინ ნედლი ნავთობის ოთხი ტვირთი შეიძინა ერაყიდან, ყაზახეთიდან და სხვა არარუსული მწარმოებლებისგან. ორი წყაროს ცნობით, ოთხი ტვირთიდან ერთ-ერთი ყაზახური „კებკო“-ს ნედლი ნავთობი იყო, რუსული „ურალის“ ნედლი ნავთობის მსგავსი. „სოკარის“ STAR ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ წელს ამ კლასის მხოლოდ ერთი ტვირთი იმპორტირება, ხოლო 2024 წელს - არც ერთი. ორივე წყაროს ცნობით, „ტუპრასი“, რომელიც თურქეთში ორ დიდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ფლობს, სავარაუდოდ, მალე მთლიანად შეწყვეტს რუსული ნედლი ნავთობის იმპორტს ამ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან ერთ-ერთში, რათა გააგრძელოს საწვავის ექსპორტი ევროპაში. მათივე ცნობით, კომპანია რუსული ნედლი ნავთობის გადამუშავებას მეორე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გააგრძელებს. აშშ-მ სანქციები „ლუკოილის“, „როსნეფტის“ და მათი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ 22 ოქტომბერს დააწესა. „დოჟდის“ ექსპერტმა სანქციები ომის დაწყებიდან ყველაზე ეფექტურს უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)