|
2016-03-24 17:55:59, 871 ნახვა
ეკონომიკა
ს/ს საქართველოს რკინიგზის შვილობილ კომპანია „ტრანს კავკასუს ტერმინლსსა„ და კომპანია LAM- ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ს/ს ,,საქართველოს რკინიგზის“ შვილობილმა კომპანიამ ,,ტრანს კავკასუს ტერმინალსმა“ და LAM კომპანიათა ჯგუფმა დღეს განზრახვათა შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, კომპანიები სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობით, ხელს შეუწყობენ საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალის მსოფლიო სავაჭრო გზებთან დაკავშირებას. ასევე, ერთობლივად შეიმუშავებენ საზღვაო კავშირს საქართველოს, თურქეთსა და შესაბამის ევროპულ ბაზრებთან. ,,ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ტრანს კავკასუს ტერმინალსი ტრანს კასპიური კონსორციუმის წევრი გახდა. კონსორციუმი ჩინეთიდან საქართველოში საკონტეინერო გადაზიდვებს უზრუნველყოფს, შემდგომში მათი სხვადასხვა მიმართულებით ტრანსპორტირების მიზნით. ჩვენი კომპანიის გარდა კონსორციუმის წევრები არიან ჩინური, აზერბაიჯანული და ყაზახური კომპანიები. იმედი გვაქვს, რომ LAM ჯგუფი იქნება ერთერთი კომპანია, რომლის მხარდაჭერითაც ჩვენ შავ ზღვაზე თურქეთისა და სხვა მიმართულებით საზღვაო მომსახურებას მივიღებთ, რომ შემდგომში სრულყოფილად უზრუნველვყოთ ჩინეთიდან წამოსული ტვირთის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ტრანსპორტირება,“ - განაცხადა ,,ტრანს კავკასუს ტერმინალსის,, დირექტორმა ლევან სულაბერიძემ. “ბოლო წლების განმავლობაში საქართველო სატრანსპორტო სფეროში მნიშვნელოვნად განვითრდა. ჩინეთი - საქართველოს აბრეშუმის გზა კი, ამ მიმართულებით დამატებით შესაძლებლობებს აჩენს. LAM კომპანიათა ჯგუფი, როგორც გლობალური სატრანსპორტო კომპანია, ტრანს კავკასუს ტერმინალსთან პარტნიორობით ამ შესაძლებლობების მაქსიამლურად გამოყენებას გეგმავს, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს უფრო დიდი როლი ითამაშოს მსოფლიოს ტრნასპორტირების სფეროში. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ამ პროექტში ჩვენი წვლილი შეგვაქვს”, - განაცხადა LAM კომპანიათა ჯგუფის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელმა სელიმ მაკზუმემ. შეგახსენებთ, რომ ,,ტრანს კავკასუს ტერმინალსის,, 100 % წილის მფლობელია ს/ს საქართველოს რკინიგზა. რკინიგზის შვილობილი კომპანია 2009 წელს დაარსდა და მართავს და ავითარებს საკონტეინერო ტერმინალებს თბილისსა და ფოთში. ხოლო, LAM კომპანიათა ჯგუფი 70 წლიანი გამოცდილების კომპანიაა, რომელიც თავისი საერთაშორისო ქსელების მეშვეობით საზღვაო და ლოგისტიკურ მომსახურებას აერთიანებს.
(R)
ალიევმა გაათავისუფლა საფრანგეთის ორი მოქალაქე რომლის გამოც ორი რუსი ოლიგარქი სანქციების სიიდან ამოიღეს
80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება
გორდულაძე – ევროკავშირში უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ
წითლიძე- აფხაზეთში ჯერ კიდევ არის რუსული ნარატივი, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის უნდა იყოს მტრობა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)