|
2025-10-23 23:43:00, 1080 ნახვა
მსოფლიო
პუტინმა უარი თქვა ომის დასრულებაზე მას შემდეგ, რაც ტრამპმა ახალი სანქციები დააწესა და „გამაოგნებელი პასუხით“ დაიმუქრა
ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უარს ამბობს უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე აშშ-ის ახალი სანქციების მიუხედავად და დაემუქრა „გამაოგნებელი რეაგირებით“ რუსეთის ტერიტორიაზე „ტომაჰავკის“ ტიპის საკრუიზო რაკეტების შესაძლო დარტყმებზე. მან ეს განცხადებები რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კონგრესზე დასწრების შემდეგ გააკეთა. რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის უხალისობის გამო აშშ-ის მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვების კომენტირებისას, პუტინმა აღნიშნა, რომ ამ ზომებს „ორი ასპექტი აქვს - წმინდა პოლიტიკური და ეკონომიკური“ და წარმოადგენს „ზეწოლის მცდელობას“. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ „თვითპატივისცემის მქონე არცერთი ქვეყანა არასდროს იღებს რაიმე გადაწყვეტილებას ზეწოლის ქვეშ“, რითაც ფაქტობრივად უარყოფს ომის დასრულების შესაძლებლობას. ვლადიმერ პუტინმა ასევე დაჰპირდა „ძლიერ, თუ არა განსაცვიფრებელ“ რეაგირებას რუსეთზე შესაძლო შორი დისტანციის დარტყმებზე, მათ შორის „ტომაჰავკის“ რაკეტებზე. „დაფიქრდნენ ამაზე“, - დაემუქრა მან. პუტინმა კიევისთვის „ტომაჰავკის“ რაკეტების მიწოდებაზე საუბარს „კონფლიქტის ესკალაციის მცდელობა“ უწოდა. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ბუდაპეშტის სამიტის გაუქმებაზე საუბრისას, პუტინმა განაცხადა, რომ ტრამპმა „სავარაუდოდ გადაწყვიტა შეხვედრის გადადება“. „(შეხვედრა - TMT) მზად უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეცდომა იქნებოდა შედეგების გარეშე დატოვება“, - თქვა მან. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ „დიალოგი ყოველთვის ჯობია დაპირისპირებას და, განსაკუთრებით, ომს“. 23 ოქტომბერს ტრამპმა გამოაცხადა, რომ ბუდაპეშტში პუტინთან სამიტი არ ჩატარდებოდა, რადგან მხარეები „ვერ შეძლებდნენ თავიანთი მიზნების მიღწევას“. ამერიკელმა ლიდერმა დასძინა, რომ მას ყოველთვის ჰქონდა განცდა, რომ პუტინს „მთელი უკრაინის წართმევა სურს“, მაგრამ აშშ ამას არ დაუშვებს. „ჩვენ არ გვინდა, რომ მას ყველაფერი ჰქონდეს“, - ხაზგასმით აღნიშნა ტრამპმა. შეხვედრის გაუქმებასთან ერთად, აშშ-მ გამოაცხადა სანქციები რუსეთის უმსხვილესი ნავთობკომპანიების - „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ. ტრამპმა ეს ახსნა იმით, რომ „დრო დადგა“ და გამოთქვა იმედი, რომ პუტინი „უფრო გონივრული გახდება“. გასულ კვირას ტრამპმა და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს და შეთანხმდნენ ბუდაპეშტში შეხვედრაზე, რათა განეხილათ უკრაინაში ომის დასრულების პირობები. მალევე, ამერიკულმა მხარემ შესთავაზა ფრონტის ხაზზე საომარი მოქმედებების შეწყვეტა - იდეა, რომელსაც კიევი მხარს უჭერდა, მაგრამ კრემლი კატეგორიულად უარყოფდა.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)