|
2025-10-16 09:58:34, 959 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა გამოაცხადა, რომ ინდოეთი მზადაა შეწყვიტოს რუსეთიდან ნავთობის შესყიდვა.
თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა ინდოეთის მზადყოფნა, შეწყვიტოს რუსული ნავთობის შეძენა. „მან (ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ - TMT) დამარწმუნა, რომ რუსეთიდან ნავთობს არ იყიდის“, - თქვა ტრამპმა. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ინდოეთი მზად იქნება „მოკლე დროში“ უარი თქვას რუსულ ნავთობზე. „შემდეგ კი, როდესაც ომი დასრულდება, მათ კვლავ შეეძლებათ მისი ყიდვა“, - დასძინა მან. ტრამპმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი ინდოეთის მაგალითს მიჰყვება: „ახლა ჩინეთიც იგივეს გაკეთება გვჭირდება“. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ინდოეთი რუსული ნავთობის უმსხვილესი მყიდველი გახდა ფასდაკლებით, რითაც შეავსო დასავლეთის ქვეყნების უარის თქმის შედეგად დატოვებული სიცარიელე. „როიტერის“ ცნობით, რუსეთი ამჟამად ინდოეთის ნავთობის საჭიროებების დაახლოებით 40%-ს ფარავს, მაშინ როცა ომამდე ეს წილი 1%-ს არ აღემატებოდა. სექტემბრის ბოლოს „ბლუმბერგმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინდოეთი რუსული ნავთობის მიტოვებას განიხილავს იმ პირობით, რომ მისი ჩანაცვლება შესაძლებელი იქნება ირანიდან ან ვენესუელიდან მოწოდებით. აგვისტოს დასაწყისში ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც ინდურ საქონელზე დამატებით 25%-იანი ტარიფი დაწესდა, რაც ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვების გაგრძელების მიზეზად იქცა. 12 სექტემბერს აშშ-ის ადმინისტრაციამ G7-ის ქვეყნებს შესთავაზა, რომ ჩინეთსა და ინდოეთს რუსული ნავთობის შესყიდვებზე 50%-დან 100%-მდე ტარიფები დაეწესებინათ. 23 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ტრამპმა ეს ქვეყნები უკრაინაში მიმდინარე ომის „მთავარი სპონსორები“ უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)